ლიზომ მომავალი ალბომიდან ახალი სინგლი Bitch გამოსცა

ამავე სახელწოდების პროვოკაციული ალბომი 2022 წლის Special-ის გაგრძელებაა.
ლიზო
CHAD SALVADOR/WWD

დაპირებისამებრ, ლიზო სიტყვა bitch-ს იბრუნებს ამავე სახელწოდების მქონე ალბომის ტრეკში. მომღერალმა თამამი სათაურის მქონე სინგლი 1-ელ მაისს გამოსცა და ფანებს ახალ სტუდიურ ალბომზე მეტი წარმოდგენა შეუქმნა. ალბომის გამოსვლა 5 ივნისს იგეგმება. 

სინგლში გამოყენებულია მერედით ბრუკსის ამავე სახელწოდების, 1997 წლის Billboard Hot 100-ის მეორეადგილოსანი სიმღერა. Bitch მეორე სინგლია ლიზოს მომავალი ალბომიდან. ის მოჰყვება მანამდე გამოცემულ სიმღერას Don’t Make Me Love U.

2022 წლის Special-ის შემდგომი ალბომის შთაგონებაზე საუბრისას ლიზომ განაცხადა: „სიტყვა bitch-ის დაბრუნება ძალაა. ეს ნიშნავს ამ იარლიყის, რომელიც ადრე ქალების დასამცირებლად გამოიყენებოდა, საკუთარ თავზე აღებასა და მის გარდაქმნას თავდაჯერებულობისა და უპირობო თვითსიყვარულის გამოხატულებად. უამრავ შესანიშნავ ქალ მუსიკოსს გამოუყენებია ეს სიტყვა პოზიტიური მნიშვნელობით, მაგალითად, მერედით ბრუკსსა და მისი ელიოტს. ბუნებრივი იყო ჩემი ალბომისთვის Bitch-ის დარქმევა, რადგან ეს ჩემი საყვარელი სიტყვა გახდა, როცა მას ჩემი პირობებით ვიყენებ, რადგან მე თავად 100% bitch ვარ.”

სიმღერის თიზერში, რომელიც 30 აპრილს გამოქვეყნდა, დასაწყისში ისმის კეტ უილიამსის ხმა: „ეს არის ხაზი, რომელსაც თუ გადაკვეთავ, პრობლემები შეგექმნება,” – ფრაზა, რომელიც აღებულია მისი 2024 წლის სტენდაპ შოუდან Woke Up, სადაც მან ლიზო კრიტიკოსებისგან დაიცვა. მომღერალმა პოსტის აღწერაშიც სწორედ უილიამსის სიტყვები გამოიყენა: „შეგიძლია იყო მსუქანი, შეგიძლია იყო შავკანიანი, მაგრამ არ შეიძლება იყო მსუქანი შავკანიანი Bitch’. დღეს საღამოს Bitch გამოდის, მზად ხართ?”

ლიზომ პირველად ფრაზა ‘100% bitch’ 2017 წლის ბრილიანტის სერტიფიკატის მქონე სინგლში Truth Hurts გამოიყენა, სადაც მან ასე საკუთარი თავი მოიხსენია. ახალ ალბომში კი მომღერალი კიდევ უფრო აძლიერებს ამ იმიჯს პროვოკაციული ყდით, რომელშიც ის შუა თითს აჩვენებს. თითის ადგილას კი ლიზოს მინიატურული ვერსიაა, რომელიც გამარჯვებულ პოზაში დგას.  

სპოტიფაიზე ალბომის წინასწარი გვერდის მიხედვით, ჩანაწერი 12 ტრეკს მოიცავს, სახელწოდებებით: A Toast, Happy 2 Be, Don’t Make Me Love U, Bitch, She Stole My Man, Whose Hair Is This, Little Black Cat, Sexy Ladies, That Grrrl, Too Nice, Like a Crime და Goodmorning!.

ნახეთ Bitch-ის ვიდეოკლიპი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ეშმაკს აცვია პრადა 2-ის” საუნდტრეკი უკვე ხელმისაწვდომია

შემდეგი სტატია

Madonna და საბრინა კარპენტერი Coachella-ს სცენაზე 2026 წლის Coachella Valley-ის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი Empire Polo Club, 2026 წლის 17 აპრილი, კალიფორნია. Kevin Mazur/Getty Images for Coachella

კვირის მუსიკალური გზამკვლევი: Madonna და საბრინა კარპენტერი, Kacey Musgraves, ზარა ლარსონი და სხვები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი