„ეშმაკს აცვია პრადა 2-ის” საუნდტრეკი უკვე ხელმისაწვდომია

ალბომი კინოფილმის პრემიერის დღეს გამოვიდა.
ლედი გაგა „ეშმაკს აცვია პრადა 2-ის” მსოფლიო პრემიერაზე
JOHN NACION/VARIETY

1-ელ მაისს, ციფრულ პლატფორმებზე „ეშმაკს აცვია პრადა 2-ის” ოფიციალური საუნდტრეკი გამოვიდა. ალბომში შედის ლედი გაგას სამი ახალი სიმღერა: Runway – Doechii-სთან ერთად შესრულებული ჰაუს-პოპი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა, ასევე Shape of a Woman და Glamorous Life. 

ფილმისთვის ახალი სიმღერები ჩაწერეს სიენა სპაირომ (Material Lover) და იზი ესკობარმაც (Evergreen Avenue).

რაც შეეხება საუნდტრეკის დანარჩენ ნაწილს, ის აერთიანებს 2020-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ პოპსიმღერებს, მათ შორისაა: SZA-ს Saturn, The Marías-ის No One Noticed, დუა ლიპას End of an Era, RAYE-ს Worth It, ლედისის Daydreaming, ოლივია დინის Nice to Each Other, ლოივეის Mr. Eclectic და მაილი საირუსისა და ბრიტანი ჰოვარდის Walk of Fame.

2006 წელს გამოსული ფილმის პირველი ნაწილის საუნდტრეკი ასევე დიდ ჰიტებს მოიცავდა, როგორებიცაა მადონას Vogue და U2-ს City of Blinding Lights.

„ეშმაკს აცვია პრადა 2-ში” მისი ყველა მთავარი პერსონაჟი დაბრუნდა: მერილ სტრიპი (მირანდა პრისლი), ენ ჰეთეუეი (ანდრეა საქსი), ემილი ბლანტი (ემილი ჩარლტონი) და სტენლი ტუჩი (ნაიჯელ კიპლინგი). ფილმი კინოთეატრებში პირველ მაისს გამოვიდა. პრემიერასთან დაკავშირებით, მის ვარსკვლავურ სამსახიობო დასს 4 მაისს „მეტ გალაზე” ელოდებიან. ღონისძიებამდე, რომლის თანათავმჯდომარეებიც ბიონსე, ნიკოლ კიდმანი და ვენუს უილიამსი იქნებიან, სტრიპმა ვოგის ყდა ანა ვინტურთან გაიზიარა. სწორედ ვინტურის შთაგონებით შეიქმნა ფილმის მთავარი გმირი, რომლის შესრულებისთვისაც მერილ სტრიპმა 2007 წელს ოსკარი დაიმსახურა. 

მოუსმინეთ „ეშმაკს აცვია პრადა 2-ის” საუნდტრეკს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

შემდეგი სტატია

ლიზომ მომავალი ალბომიდან ახალი სინგლი Bitch გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი