ანანო სიხარულიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო –  Sweetraw წარადგინა

კლიპის ვიზუალური ესთეტიკა ტრეკის შინაარსობრივ ხაზს მიჰყვება. პერსონაჟები სხვადასხვა ტიპაჟებს განასახიერებენ, თუმცა რეალურად ისინი ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენენ.
ანანო სიხარულიძე
Sweetraw

მუსიკოსმა ანანო სიხარულიძემ მსმენელს ახალი მუსიკალური ნამუშევარი – Sweetraw და მასზე გადაღებული ვიდეო წარუდგინა. როგორც ის Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამ ტრეკის კონცეფცია წინა ნამუშევრებთან შედარებით განსხვავებულია, რადგან მისი შემოქმედებითი ხედვა დროსთან ერთად შეიცვალა.  

„ადრე ჩემს ოცნებებსა და სურვილებს მსმენელს რომანტიზებულად ვაწვდიდი და ჩემი შემოქმედებაც ამის გარშემო ტრიალებდა, ახლა კი სხვა ინტერესები გამოიკვეთა. ვფიქრობ, ეს ჩემმა გამოცდილებამ და ამბის თხრობაზე მუშაობამ განაპირობა. ამ შემთხვევაში მე ვიყავი მთხრობელი, რომელმაც გარკვეული ამბავი გადმოსცა – შედეგად, რაღაც რეალითი შოუს მსგავსი გამოვიდა. კანში, სადაც მე ვცხოვრობ, ყველაფერი ლამაზია, თუმცა ამის მიღმა არსებობს სხვა რეალობაც, რომელსაც უკეთ აღიქვამ მაშინ, როდესაც ეს გარემო შენი ყოველდღიურობის ნაწილია. ამ ნამუშევარში სწორედ ეს საყოფაცხოვრებო დეტალებია ასახული. ტექსტი საკმაოდ სატირულია, მთავარი სათქმელი კი ის არის, რომ თუ ყველაფერს ცდი, შედეგი აუცილებლად დადგება. ზოგადად, ყველას გვეშინია ცდის, თუმცა რისკი წარმატებისა და მიზნის მიღწევის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თუ რომელიმე მცდელობა წარმატებული არ აღმოჩნდა, მნიშვნელოვანია, ეს დრამატულად არ აღიქვა, საკითხს იუმორით შეხედო და არ დანებდე,” – ამბობს მუსიკოსი. 

ანანო სიხარულიძე მედიამუსიკის მიმართულებით მუშაობს, რამაც საშუალება მისცა, სხვადასხვა ჟანრში მოესინჯა ძალები, თუმცა Sweetraw-ში ის თავის კომფორტულ ზონას – ელექტრონულ მუსიკასა და სინთეზატორებს ეხება. 

„ჟანრობრივ მიმართულებაშიც გარკვეული ცვლილებები განვიცადე. შეიძლება ითქვას, რომ მენტორებთან მუშაობისა და გამოცდილების დაგროვების პროცესში ერთგვარად გამოვიძერწე. ვმუშაობდი ელექტრონულ მუსიკაზე და სინთეზატორების ჟღერადობასთან მქონდა შეხება. ამასთან, უნივერსიტეტმა მომცა საშუალება, მემუშავა ანალოგურ სინთეზატორზე, რომელიც ჩვენს სტუდიაშია. გამიჩნდა სურვილი, განმევითარებინა ჩემი ეს მუსიკალური მხარე, რომელიც უფრო მეტად „მძიმე“ ჟღერადობასთან ასოცირდება. ჩემი სოლო პროექტი ამ ყველაფერს კარგად ასახავს და ასევე გადმოსცემს ჩემს შინაგან სამყაროს, ინტერესებს. თუმცა მსმენელისთვის ეს შესაძლოა მოულოდნელი აღმოჩნდეს, რადგან ისინი ჩემგან სხვანაირ მუსიკას არიან შეჩვეული. მიუხედავად ამისა, მუსიკალურად ამ ეტაპზე გადასვლა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. რამდენიმე ტრეკი მქონდა მომზადებული, რომლებსაც პროფესიონალმა პროდიუსერებმა მოუსმინეს. მათ შორის, ამ საკითხზე ვესაუბრე პროდიუსერ რეჟის სეკარელის (Régis Ceccarelli). გავცვალეთ პროფესიული მოსაზრებები, რის შედეგადაც შევჯერდით, რომ ეს კონკრეტული ტრეკი განსაკუთრებით საინტერესო იყო.“ 

კლიპის ვიზუალური ესთეტიკა ტრეკის შინაარსობრივ ხაზს მიჰყვება. პერსონაჟები სხვადასხვა ტიპაჟებს განასახიერებენ, თუმცა რეალურად ისინი ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენენ – ეს არის არტისტის მცდელობა, გამოხატოს საკუთარი პიროვნების მრავალფეროვანი მხარეები. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ვიდეოში ხშირად ნაჩვენებ ხალიჩას, რომელიც ერთგვარ კულტურულ სიმბოლოდ გვევლინება. ნამუშევარში ეს დეტალი სტერეოტიპული ქართული ტრადიციების მეტაფორაა, რაც ავტორისთვის ხშირად შემზღუდველ ფაქტორთან და საზოგადოების მიერ ტრადიციების არასწორი აღქმით დადგენილ ჩარჩოებთან ასოცირდება. 

ანანოს თქმით, ვიდეოზე მუშაობის პროცესი ერთგვარ შემოქმედებით კოლაბორაციად იქცა, სადაც ფროდაქშენმა, მსახიობებმა და პროდიუსერებმა საბოლოო პროდუქტი ერთიანი ძალისხმევით შექმნეს.

ანანო სიხარულიძე
Sweetraw

„გუნდის თითოეულმა წევრმა დიდი სიყვარულით იმუშავა ამ პროექტზე. ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან და ხელოვნების სიყვარული აერთიანებთ. ვფიქრობ, ძალიან კარგი სინთეზი შედგა, რამაც ეს პროცესი სასიამოვნო გამოცდილებად აქცია. მჯერა, რომ ერთი იდეის თუ პროექტის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებს ძალიან დიდი ძალა აქვთ, რადგან ასე ყველაფერი უფრო სწრაფად პროგრესირებს. სისწრაფე კი თანამედროვე სამყაროში უმნიშვნელოვანესია, რომ ზუსტად მოერგო დროს, ტრენდებსა და სიახლეებს.”

ტრეკის სახელწოდებაა Sweetraw. როგორც ანანო სიხარულიძე გვიყვება, ამ სახელსა და ლოგოს, რომელიც ვიდეოში ჩანს, თავისი ისტორია და მნიშვნელობა აქვს:

„Sweetraw ჩემი მეგობრების ვეგანური დესერტების ბრენდია, რომელიც პორტუგალიაში ოპერირებს. როდესაც ჩემი მეგობრები ლოგოზე მუშაობდნენ, სწორედ მაშინ ვქმნიდი ამ ტრეკს. როდესაც ეს ლოგო ვნახე, ძალიან მომეწონა როგორც ვიზუალურად, ისე იდეურად. ასევე დავინახე კავშირი მის მნიშვნელობასა და ჩემი ტრეკის კონცეფციას შორის.”

რაც შეეხება ანანოს ამჟამინდელ საქმიანობას, ის რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმზე მუშაობს. მათ შორის არის როგორც უცხოური, ისე ქართული პროექტები. მუსიკოსი მომავალში საგანმანათლებლო მიმართულებითაც გეგმავს მუშაობას. 

„მინდა, რომ მთელი ის ცოდნა და გამოცდილება, რაც დავაგროვე, სხვებსაც გადავცე. ვფიქრობ, ქართველები იმდენად ნიჭიერები ვართ, რომ ერთადერთი დაბრკოლება, შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობა იყოს. შესაბამისად, მსურს გარკვეული წვლილი შევიტანო მათთვის საინტერესო იდეების განხორციელებაში იმ ცოდნის გაზიარებით, რისი მიღების საშუალებაც მე მომეცა. ასევე, რა თქმა უნდა, ვაპირებ გავაგრძელო საკუთარ ტრეკებზე მუშაობა და მათი მსმენელისთვის გაზიარება.” – ანანო სიხარულიძე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

შემდეგი სტატია

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონა, შაკირა და BTS იმღერებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი