2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონა, შაკირა და BTS იმღერებენ

19 ივლისის მატჩი ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა ტაიმებს შორის მუსიკალური შოუ გაიმართება.
BTS
BIGHIT MUSIC

2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მადონა, შაკირა და BTS წარდგებიან. ფინალი 19 ივლისს MetLife სტადიონზე გაიმართება და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა ტაიმებს შორის მუსიკალური შოუ გაიმართება. „ბილბორდის” ინფორმაციით, შოუს ქრონომეტრაჟი 11 წუთი იქნება. 

ახალი ამბავი სოციალურ ქსელში ვიდეოთი გავრცელდა, რომელშიც მონაწილეობენ კრის მარტინი და Sesame Street-ის პერსონაჟები. ეს უჩვეულო გუნდი კი  „ფეისტაიმით” BTS-ს ურეკავს. 

შაკირას სახელი უკვე დაკავშირებულია წლევანდელ ჩემპიონატთან, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკა – აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს. ცოტა ხნის წინ ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერა Dai Dai დაანონსდა, რომელსაც სწორედ შაკირა ასრულებს Burna Boy-სთან ერთად. ეს მომღერლისთვის უკვე მეორე მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნია Waka, Waka (This Time for Africa)-ს შემდეგ, რომელიც 2010 წლის ჩემპიონატისთვის ჩაიწერა. შაკირას მსოფლიო ტურნეს ივლისის კონცერტები – 14 და 20 ივლისს –  სწორედ ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკშია დაგეგმილი. 

დატვირთული ივლისის თვე აქვს მადონასაც Confessions II ალბომის გამო, რომელიც 3 ივლისს გამოდის. მანამდე მომღერალმა გამოსცა სინგლები I Feel So Free და Bring Your Love – დუეტი საბრინა კარპენტერთან, რომლის ლაივ დებიუტიც კოაჩელაზე შედგა. 

რაც შეეხება BTS-ს, ჯგუფს წელს დიდი დაბრუნება ჰქონდა 20 მარტს გამოცემული მეექვსე სტუდიური ალბომით ARIRANG. ეს მათი პირველი ერთობლივი პროექტია მას შემდეგ, რაც სამხედრო სამსახურის გავლის გამო ჯგუფის წევრებმა შემოქმედებითი  პაუზა აიღეს. ალბომი Billboard 200-ის ლიდერი გახდა და ჩარტში სამი კვირა გაატარა. გასულ კვირას ისინი ალბომის მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეში გაემგზავრნენ. 

ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შოუს კურატორები Global Citizen და კრის მარტინი  არიან. შოუდან შემოსული თანხა ფიფას Global Citizen Education Fund-ს მოხმარდება, რომლის მიზანია 100 მილიონი დოლარის მობილიზება, რათა ბავშვებისთვის განათლებასა და ფეხბურთზე წვდომა გააფართოოს. ფონდს უკვე 30 მილიონ დოლარზე მეტი აქვს შეგროვებული. მსოფლიო ჩემპიონატის თითოეული გაყიდული ბილეთიდან 1 დოლარი სწორედ ფონდში ირიცხება.

Global Citizen და კრის მარტინი ასევე კურატორობდნენ გასული წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შოუს, რომლის ჰედლაინერები იყვნენ Doja Cat, J Balvin და ტემსი. 

გასულ კვირას, ფიფამ გამოაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიებზე, რომლებიც ასევე აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, კეტი პერი, ტაილა და ლისა წარდგებიან.  

მართალია, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო ტაიმებს შორის მუსიკალური შოუ შედგება, თუმცა მონაწილეთაგან ორს უკვე აქვს Super Bowl-ზე გამოსვლის გამოცდილება. მადონა Super Bowl-ის სცენაზე 2012 წელს წარდგა, შაკირა კი, ჯენიფერ ლოპესთან ერთად, 2020 წელს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ანანო სიხარულიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო –  Sweetraw წარადგინა

შემდეგი სტატია

U2 მეხიკოს მთავარ მოედანზე უფასო კონცერტის ჩასატარებლად მიიწვიეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი