არტისტმა ანა ქორქაშვილმა კოტე მარჯანიშვილის თეატრის ახალი სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე იმუშავა

სპექტაკლის რეჟისორი ილია ქორქაშვილია.
„კლინიკური შემთხვევა“
მარჯანიშვილის თეატრი

9, 10 და 11 ივნისს  კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე პრემიერა გაიმართება. რეჟისორ ილია ქორქაშვილის ახალი სპექტაკლი „კლინიკური შემთხვევა“ დინო ბუცატის ამავე სახელწოდების პიესას ეფუძნება. დადგმის კომპოზიტორია ანა ქორქაშვილი, რომელიც მუსიკალურ სცენაზე ცნობილია ფსევდონიმით – Sky Collar. 

კოსტიუმებისა და სცენოგრაფიის ავტორი ლევან კვარაცხელიაა, ხოლო ვიდეოპროექციაზე დათა დვალიშვილმა იმუშავა. ტექსტი იტალიურიდან გიორგი ბუხნიკაშვილმა თარგმნა.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ბექა ხაჩიძე, ქეთი ჩხეიძე, ნატა ბერეჟიანი, ანიკო ეზიაშვილი, ნინო ანანიაშვილი, ნინი მაჭავარიანი, ალეკო მახარობლიშვილი, თენგიზ პაპიძე, პაატა ინაური, ნინო გაჩეჩილაძე, ჯეჯი სხირტლაძე, ნატალია გაბისონია, ელენე ჭავჭავაძე, გიორგი სირბილაძე, ანუკი ბუბუტეიშვილი, ნოდარ ძოწენიძე, ბაია დვალიშვილი, შაკო მირიანაშვილი, ზაზა გოგუაძე და ნინი ნოზაძე.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბერლინში ფესტივალი „განთიადი” იწყება

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. Christopher Polk/Billboard

ტეილორ სვიფტის სიმღერა, რომელიც ანიმაცია – Toy Story 5-ის საუნდტრეკია, პოპ-სუპერვარსკვლავს ქანთრის ჟანრსა და კინომუსიკაში აბრუნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი