ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” – წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
ელისონ უანდერლენდი
CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

ელისონ უანდერლენდს შვილიშვილებისთვის მოსაყოლი ისტორიები ნამდვილად არ აკლია. ავსტრალიელმა ვარსკვლავმა საკუთარი თავი ისტორიის წიგნებში უკვე ჩაწერა, როცა 2018 წელს კოაჩელას ფესტივალის ჰედლაინერად წარდგა, რითაც ამ სტატუსის მქონე პირველი ქალი დიჯეი გახდა.

არტისტი ალბათ კიდე უფრო ამაყია იმით, რომ ის შვიდჯერ იყო საკუთარი შოუს, Temple of Wonderland-ის ჰედლაინერი. მისი კარიერა ასევე მოიცავს ისეთ ფესტივალებზე გამოსვლას, როგორებიცაა: Lollapalooza, Tomorrowland, Electric Daisy Carnival, Ultra Music Festival და სხვები. 

სიდნეიში დაბადებულ არტისტს მხოლოდ აშშ-ში 800 000-ზე მეტი ბილეთი აქვს გაყიდული. მისი მუსიკის სტრიმებმა კი მსოფლიო მასშტაბით 1.1 მილიარდს მიაღწია. 

25 ივნისის საღამოს კი მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დადგება: ის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიწვიეს, რათა ავსტრალია-პარაგვაის თამაშამდე ბურთი მოედანზე სწორედ მან გაიტანოს. 

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” – დაწერა მუსიკოსმა სოციალურ ქსელში. „ყველას ხელს დაგიქნევთ ტელევიზორიდან. წარმატება მისურვეთ.”

გახარებულმა უანდერლენდმა სტუდიიდან რამდენიმე ფოტოც გააზიარა. ფოტოებში მას ავსტრალიის ეროვნული ფერების – მწვანე და ოქროსფერი – „ადიდასის” შარვალი აცვია. ერთ-ერთი ფოტო, როგორც ჩანს, სწორედ იმ მომენტშია გადაღებული, როცა არტისტი უნიკალური შეთავაზების მეილს კითხულობს. 

ავსტრალიელი ფეხბურთელები იმედოვნებენ, რომ უანდერლენდი მათ იღბალს მოუტანს. ჯგუფიდან გასასვლელად ნაკრებს პარაგვაისთან მოგება ან ფრე სჭირდება. 

შეთავაზება იდეალურ დროს დაემთხვა – ამჟამად არტისტი ტურნეს აშშ-ში მართავს. ტურნეს ფინალური კონცერტი 27 ივნისს ლას-ვეგასში გაიმართება, რის შემდეგაც კონცერტების სერია დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში გაგრძელდება. 

ტურნემდე უანდერლენდი ბილბორდს ესაუბრა.

„მე პერფექციონისტი ვარ. ერთხელ ვიღაცამ მითხრა: შეიძლება ყველას უთხრა, თუ რამხელა ძალისხმევა ჩადე ამა თუ იმ საქმეში, მაგრამ დღის ბოლოს, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, გააკეთე თუ არა შენი მაქსიმუმი, ეს მხოლოდ შენ ხარ. ეს აზრი სულ ჩემთან დარჩა და ყოველთვის გონებაში მაქვს, როცა რაიმეს ვაკეთებ. ვფიქრობ, ამიტომაც ვთხოვ საკუთარ თავს ამდენს. ამაზე მუდმივად ვფიქრობ.”

ელისონ უანდერლენდის ბოლო ალბომი 2025 წლის დეკემბერში გამოვიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Madonna და Charli xcx SANTIAGO FELIPE/GC IMAGES; JÉRÉMIE LECONTE/WWD GETTY IMAGES

Madonna და Charli xcx პარიზში Saint Laurent-ის მოდის ჩვენებაზე გამოჩნდნენ

შემდეგი სტატია

სტივ სტივენსი და ბილი აიდოლი გიტარის ცენტრის ჰოლივუდ Rockwalk-ზე. 2026 წლის 23 ივნისი, ლოს-ანჯელესი. Katie Flores/Variety

ბილი აიდოლი და სტივ სტივენსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლამდე ჰოლივუდის Rockwalk-ში შეიყვანეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი