Madonna და Charli xcx პარიზში Saint Laurent-ის მოდის ჩვენებაზე გამოჩნდნენ

პოპმუსიკის ვარსკვლავები, როგორც ჩანს, დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ.
Madonna და Charli xcx SANTIAGO FELIPE/GC IMAGES; JÉRÉMIE LECONTE/WWD GETTY IMAGES
Madonna და Charli xcx
SANTIAGO FELIPE/GC IMAGES; JÉRÉMIE LECONTE/WWD GETTY IMAGES

Madonna და Charli XCX პარიზში გამართულ Saint Laurent Men’s Fashion Show-ზე ერთმანეთის გვერდით ისხდნენ. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეწევიან და საუბრობენ Charli და Madonna სხვა ვარსკვლავებთან ერთად, რომლებიც ფრანგული მოდის სახლის მხარდასაჭერად მოვიდნენ. მათ შორის იყვნენ მსახიობები კონორ სტორი და დები მეიზარი. პოპვარსკვლავბი ჩვენების დაწყებამდე ფოტოგრაფებისთვის ერთადაც პოზირებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ორივე ვარსკვლავმა წითელი მაქმანებიანი კაბა მოირგო, თუმცა Madonna-ს არჩევანი შედარებით მუქ ტონალობაზე შეჩერდა. პოპის დედოფალს, რომლის ნანატრი ალბომი Confessions II 3 ივლისს გამოდის, შენობაშიც კი სათვალე ეკეთა, Charli-მ კი პირიქით, თავის საფირმო მუქ სათვალეზე უარი თქვა. 

მაისში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჭორები, რომ Madonna-სა და Charli XCX-ს ურთიერთობა დაეძაბათ. ამის მიზეზი Charli XCX-ის სიმღერა Rock Music გახდა, რომელშიც ის ამბობს, რომ „საცეკვაო მოედანი მკვდარია“. ამის საპასუხოდ Madonna-მ ინსტაგრამზე გზავნილი გამოაქვეყნა:

„თუ შენი საცეკვაო მოედანი მკვდარია, შესაძლოა, არასწორ მუსიკას უკრავ.“

მიუხედავად ამ სპეკულაციებისა, Charli XCX-ს წარსულში არაერთხელ გამოუხატავს აღფრთოვანება Madonna-ს მიმართ. წელს, პროექტ The Moment-ის პრომო კამპანიის ფარგლებში, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პოპ-დედოფლის 1991 წლის დოკუმენტურ ფილმზე Truth or Dare.

„ძალიან მიყვარს Truth or Dare. Madonna საოცარია. ფილმში ქორეოგრაფიაც შესანიშნავია და, საერთოდაც, ის უბრალოდ უნიკალურია,“ – აღნიშნა Charli XCX-მა.

მუსიკალური სიახლეების მხრივ, Charli XCX ახალი ალბომის, Music, Fashion, Film-ის გამოსაცემად ემზადება. ჩანაწერი 24 ივლისს გამოვა. 

18 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელიც მან  Rolling Stone⁠-ს მისცა, ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ბოლო პერიოდში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ცხოვრების ყველაზე მძიმე ემოციურ მდგომარეობას გადის.

„სოციალურ ქსელებს უკვე იმდენად ხშირად აღარ ვამოწმებ. ჩემი გონებრივი მდგომარეობისთვის ასე უკეთესია. ვიცი, ბევრმა შეიძლება არ დაიჯეროს, რადგან წარსულში ძალიან აქტიურად ვიყავი ონლაინ სივრცეში,“- აღნიშნა Charli XCX-მა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები იმდენად გამწვავდა, რომ თავს ცხოვრების მანძილზე ყველაზე რთულ მდგომარეობაში გრძნობს.

„თუ გულწრფელი ვიქნები, ახლა ფსიქიკურად ყველაზე მძიმე ეტაპზე ვარ, რაც კი ოდესმე მქონია,“ – აღნიშნა არტისტმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქორწინების დადასტურების შემდეგ ზენდეია ტომ ჰოლანდთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი