ოლივია როდრიგოს You Seem Pretty Sad მეორე კვირაა Billboard 200-ის სათავეშია

ალბომი ასევე ინარჩუნებს პირველ ადგილს Top Streaming Albums-ისა და Top Album Sales-ის ჩარტებშიც
ოლივია როდრიგო
ოლივია როდრიგო

Billboard 200-ის რეიტინგში ოლივია როდრიგოს ახალი ალბომი You seem pretty sad for a girl so in love მეორე კვირაა, პირველ ადგილს ინარჩუნებს. 

Luminate-ის მონაცემებით, გასულ კვირაში ალბომმა აშშ-ში 180 000 ეკვივალენტური ალბომის ერთეული დააგროვა, რაც წინა კვირასთან შედარებით 63%-ით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, ალბომმა ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. ნამუშევრის დებიუტი პირველ პოზიციაზე ერთი კვირის წინ 485 000 ერთეულით შედგა, რაც 2026 წელს სოლო შემსრულებლის მიერ გამოშვებული ნებისმიერი ალბომისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. ალბომი მეორე კვირაა, უცვლელად იკავებს პირველ ადგილს Top Streaming Albums-ისა და Top Album Sales-ის ჩარტებშიც. 

ეს ოლივია როდრიგოს კარიერაში Billboard 200-ის მესამე N1 ალბომია და სამივე მათგანი ჩარტის სათავეში დებიუტით შევიდა. მათგან You seem pretty sad for a girl so in love მეორე ალბომია, რომელმაც პირველ ადგილზე ერთ კვირაზე მეტი დაჰყო. 2021 წელს ალბომი SOUR ხუთი კვირის განმავლობაში ლიდერობდა, ხოლო GUTS 2023 წელს პირველ ადგილზე მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში პოზიციონირებდა. 

Billboard 200-ის ჩარტი აშშ-ში კვირის ყველაზე პოპულარულ ალბომებს მულტიმეტრიკული მოხმარების პრინციპით, კომპანია Luminate აფასებს. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 27 ივნისით დათარიღებული ჩარტი სრულად Billboard-ის ვებგვერდზე 23 ივნისს გამოქვეყნდა. ჩარტების სიახლეებისთვის თვალყურის მისადევნებლად შეგიძლიათ @billboard და @billboardcharts სოციალური ქსელები X და Instagram გამოიწეროთ.

უკანასკნელ კვირაში ოლივია როდრიგოს ალბომის, You seem pretty sad-ის მიერ მოპოვებული 180 000 ეკვივალენტური ერთეულიდან  132 500 სტრიმინგს შეადგენს, რაც წინა კვირასთან შედარებით 37%-ით ნაკლებია და ალბომის სიმღერების 137.14 მილიონ ოფიციალურ სტრიმინგს უდრის, ამ მაჩვენებლით ნამუშევარი მეორე კვირაა, Top Streaming Albums-ის ჩარტში ლიდერობს. ალბომის გაყიდვებმა 47 500 შეადგინა (-83%), ხოლო დარჩენილი ნაწილი ციფრული ტრეკების გაყიდვებზე მოდის (-44%).

You seem pretty sad ზედიზედ მეექვსე ალბომია, რომელიც Billboard 200-ის პირველ ადგილზე რამდენიმე კვირას ატარებს. მას წინ უსწრებდნენ:  Drake-ის ICEMAN (4 კვირა), ნოა კეიჰანის The Great Divide (3 კვირა), ელა ლენგლის Dandelion (2 კვირა), BTS-ის ARIRANG – (3 კვირა), ჰარი სტაილსის Kiss All the Time. Disco, Occasionally (2 კვირა). მანამ, სანამ ჰარი სტაილსი 21 მარტის ჩარტში პირველ ადგილს დაიკავებდა, ამ რეიტინგში ბრუნო მარსის ალბომი The Romantic ერთი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. 

ეს შედეგი 1980-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი პერიოდია, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ექვსმა ალბომმა Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე ერთ კვირაზე მეტი დაჰყო. მსგავსი შემთხვევა ბოლოს 1988 წლის სექტემბრიდან 1989 წლის თებერვლამდე, 23-კვირიანი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა, როდესაც ჩარტის სათავეში ზედიზედ რამდენიმე კვირით ლიდერობდნენ: დეფ ლეპარდის – Hysteria, Guns N’ Roses-ის Appetite for Destruction, ბონ ჯოვის – New Jersey, U2-ს – Rattle and Hum, ანიტა ბეიკერის – Giving You the Best That I Got და ბობი ბრაუნის – Don’t Be Cruel. 

ოლივია როდრიგოს შემდეგ კი ჩარტის პირველი ექვსეული ასე გამოიყურება: Drake – ICEMAN – N2, ელა ლენგლი – Dandelion N3, მორგან უოლენი – I’m the Problem – N4, ნოა კაჰანი – The Great Divide – N5, მაიკლ ჯექსონი – Thriller – N6.

Luminate, Billboard-ის ჩარტების მონაცემების დამოუკიდებელი მთვლელი კომპანიაა, რომელიც ყოველკვირეული რეიტინგების შედგენამდე ყველა წარდგენილი მონაცემის საფუძვლიან შემოწმებას გადის. კომპანია  ვერიფიკაციის შემდეგ ინფორმაციის სიზუსტეს ადასტურებს. Billboard-თან პარტნიორობით კი ნებისმიერი საეჭვო ან დაუდასტურებელი მონაცემი დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად საბოლოო ჩარტების გამოქვეყნებამდე იშლება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლორინ ჰილმა 2026 წლის BET Awards-ზე ცოცხალი ლეგენდის ჯილდო მიიღო

შემდეგი სტატია

„ტიტრები“ – ზურა ჯიშკარიანმა ახალი EP გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი