Hooverphonic, Molchat Doma და ქართველი შემსრულებლები – ყველაფერი, რაც Tbilisi Open Air-ის 5 ივლისის მუსიკალურ პროგრამაზე უნდა იცოდეთ

ფესტივალის დასკვნით დღეს მთავარი სცენის ერთ-ერთი წამყვანი ჰედლაინერია Hooverphonic – ბენდი, რომელიც 1995 წელს ბელგიაში ჩამოყალიბდა.
Tbilisi Open Air 2026
Tbilisi Open Air 2026

2026 წლის Tbilisi Open Air 4-5 ივლისს ჩატარდება. ფესტივალის მე-15 სეზონი ამჯერადაც Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე გაიმართება და მუსიკის მოყვარულებს კიდევ ერთხელ გააერთიანებს დევიზით – „მუსიკა ათავისუფლებს“.

ფესტივალის დასკვნით დღეს მთავარი სცენის ერთ-ერთი წამყვანი ჰედლაინერია Hooverphonic – ბენდი, რომელიც 1995 წელს ბელგიაში ჩამოყალიბდა. ბენდის ჟანრობრივი ჟღერადობა მრავალფეროვანია და აერთიანებს ტრიპ-ჰოპს, ინდი-პოპს, ელექტრონულ პოპსა და დრიმ-პოპს. 

ჯგუფის მუდმივი წევრები, დამფუძნებლები და პროდიუსერები არიან ალექს კალიე და რაიმონდ გირტსი. ბენდმა რამდენჯერმე შეიცვალა ქალი ვოკალისტი. ამჟამად ვოკალისტის ამპლუაში სცენაზე Hooverphonic-ის ჟღერადობისთვის ყველაზე დამახასიათებელი ხმა – ჰაიკე არნარტი (Geike Arnaert) წარდგება. ის ჯგუფს 12-წლიანი პაუზის შემდეგ 2020 წელს დაუბრუნდა, რაც Hooverphonic-ის მსმენელებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

Hooverphonic-ის დისკოგრაფია არაერთ ჰიტს მოიცავს, მათ შორის არის 2Wicky, Mad About You და სხვა.

Tbilisi Open Air-ის დასკვნითი დღის კიდევ ერთი ჰედლაინერია პოსტ-პანკ ჯგუფი  Molchat Doma, რომელიც ბელარუსში 2017 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფი მელანქოლიური და ნოსტალგიური ჟღერადობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიმღერები რუსულენოვანია, ბენდს დასავლეთში მსმენელის დიდი აუდიტორია ჰყავს. Molchat Doma ცნობილ ამერიკულ  ლეიბლთან, Sacred Bones Records-თან თანამშრომლობს. 

Molchat Doma რუსული რეჟიმის მოწინააღმდეგე ბენდია. 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბენდმა განაცხადა, რომ გმობს რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ბელარუსში არსებული რეპრესიული რეჟიმის და ომის მიმართ მათი პოზიციის გამო, ბენდის წევრებს სამშობლოს დატოვება მოუწიათ და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ Molchat Doma-ს მუსიკალური ჟღერადობა პოსტსაბჭოთა მელანქოლიური ესთეტიკით ხასიათდება, თავად ბენდის წევრები ერთმანეთისგან მიჯნავენ საბჭოთა ხელოვნებისადმი ნოსტალგიას და თანამედროვე რუსეთის პოლიტიკას.

რაც შეეხება ქართველ შემსრულებლებს, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ექსკლუზიური ქართული პროექტი: Kordz & Security-ს პერფორმანსი გორის ქალთა გუნდთან და Mechanical Rainbow-სთან ერთად. ეს იქნება ექსკლუზიური პერფორმანსი, რომელიც მსმენელებისთვის ერთგვარ მუსიკალურ აღმოჩენად იქცევა.

5 ივლისს მსმენელის წინაშე ასევე წარდგება ჯგუფი „არა“, ასევე Tape Visitors, რომელიც AlterVision-ის მუსიკალური კონკურსის – Tbilisi Newcomers 2024-ის გამარჯვებული ბენდია. 

ფესტივალის სცენას ასევე დაიკავებს ახალი მუსიკალური პროექტი სახელწოდებით „ლექსო რატიანის ბედი“ და „ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები“.

წლევანდელი პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვან იუბილესა და დებიუტს აერთიანებს. ფესტივალის საკულტო სცენა Zion Garden 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ასევე TOA-ს პირველად უერთდება MZESUMZIRA-ს სცენა.

ფესტივალზე წელსაც მოქმედებს გარკვეული წესები:

10 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის ფესტივალზე შესვლა უფასოა, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა ახლდეთ ბილეთიანი სრულწლოვანი პირი, რომელმაც თან უნდა იქონიოს ბავშვის ასაკის დამადასტურებელი მოწმობა.

11-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ფესტივალზე შესვლა ფასიანია და მათ აუცილებლად უნდა ახლდეთ თან ბილეთიანი სრულწლოვანი პირი.

18+ წლის პირებს ფესტივალის ტერიტორიაზე მოხვედრა დამოუკიდებლად შეუძლიათ ბილეთის შეძენის შემდეგ, თუმცა მათაც თან უნდა იქონიონ ასაკის დამადასტურებელი მოწმობა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Giorgi Marr's One Man Army - Stranger In Your Eyes

Giorgi Marr’s One Man Army-მ ახალი სინგლი Stranger In Your Eyes და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი წარადგინა

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი, 2025 წლის 4 სექტემბერი ლოს აჯელესი, კალიფორნია. Jesse Grant/Getty Images

ჯენიფერ ლოპესის თქმით, დაშორება წვეულებით უნდა აღნიშნო

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი