ჯენიფერ ლოპესის თქმით, დაშორება წვეულებით უნდა აღნიშნო

ლოპესი მიიჩნევს, რომ დაშორება საკუთარი თავის უკეთესი ვერსიისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ჯენიფერ ლოპესი, 2025 წლის 4 სექტემბერი ლოს აჯელესი, კალიფორნია. Jesse Grant/Getty Images
ჯენიფერ ლოპესი, 2025 წლის 4 სექტემბერი ლოს აჯელესი, კალიფორნია. Jesse Grant/Getty Images

ახლახან ჯენიფერ ლოპესმა ინტერვიუ მისცა პოპულარულ ამერიკულ ინტერნეტშოუს, სახელწოდებით Subway Takes, სადაც აღნიშნა, რომ ურთიერთობის დასრულება წვეულებით უნდა აღინიშნებოდეს, რადგან ეს საკუთარი თავის უკეთესი ვერსიისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

„დაშორება დანაკარგი არ არის. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს არის გზა თქვენი შემდეგი, საუკეთესო ვერსიისკენ. როცა ვშორდებით, წვეულება უნდა მოვაწყოთ. ხალხმა უნდა გვითხრას: „დაშორდით? გილოცავ! შენ მიიღე გადაწყვეტილება და თანაც ეს, ალბათ, ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იყო“.

ვარსკვლავმა აღიარა, რომ თავად დაშორებით გამოწვეული გულგატეხილობის ორივე მხარეს ყოფილა – ისიც მიუტოვებიათ და თავადაც მიუღია ეს გადაწყვეტილება, თუმცა მიიჩნევს, რომ გულნატკენი ადამიანები საბოლოოდ მაინც გამარჯვებულები გამოდიან.

 „ვგრძნობ, რომ ჩემი ყველაზე დიდი პიროვნული ზრდა – ემოციურად, მენტალურად თუ ფსიქოლოგიურად – ყოველთვის გულისტკენას მოჰყვებოდა ხოლმე. და ეს მხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობებს არ ეხება, საქმეში იმედგაცრუების დროსაც ასეა“.

მომღერალმა კარიერის განმავლობაში არაერთი ურთიერთობა დაასრულა. ყველაზე ბოლო მსახიობ ბენ აფლეკთან დაშორება იყო – წყვილის ქორწინება 2024 წელს დასრულდა. ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი პირველად 2000-იანი წლების დასაწყისში იყვნენ დანიშნულები და 2004 წელს დაშორდნენ. ამის შემდეგ, 2021 წელს რომანი კვლავ განაახლეს და იქორწინეს.

ლოპესი ასევე დაქორწინებული იყო მარკ ენტონიზე, ოჯანი ნოასა და კრის ჯადზე. მას ენტონისთან ტყუპები – მაქსი და ემი ჰყავს. 56 წლის ვარსკვლავი ასევე დანიშნული იყო ბეისბოლის ყოფილ ვარსკვლავ ალექს როდრიგესზე, თუმცა 2021 წელს, დაახლოებით ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

წარსულში ლოპესს რომანტიკული ურთიერთობები ასევე აკავშირებდა დრეიკთან, Diddy-სთან, მსახიობ კასპერ სმარტთან და სულ ახლახან – კომიკოს ბრეტ გოლდსტეინთან.

რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, ლოპესმა ბრაზილიელ დიჯეისთან, Alok-თან დაიწყო თანამშრომლობა. მათი ერთობლივი ტრეკი – Everything’s Fine 26 ივნისს გამოვიდა. 2026 წლის დასაწყისში კი ვარსკვლავმა დევიდ გეტასთან ერთად ჩაწერა სიმღერა Save Me Tonight.

ნახეთ ჯენიფერ ლოპესის სრული ინტერვიუ Subway Takes-თან: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tbilisi Open Air 2026

Hooverphonic, Molchat Doma და ქართველი შემსრულებლები – ყველაფერი, რაც Tbilisi Open Air-ის 5 ივლისის მუსიკალურ პროგრამაზე უნდა იცოდეთ

შემდეგი სტატია

Madonna Rafael Pavarotti

Madonna, სიენა სპაირო, რაილი გრინი და სხვები – კვირის მუსიკალური სიახლეები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი