Madonna, სიენა სპაირო, რაილი გრინი და სხვები – კვირის მუსიკალური სიახლეები

გაეცანით ახალ, მნიშვნელოვან ქართულ და უცხოურ მუსიკალურ რელიზებს.
Madonna Rafael Pavarotti
Madonna
Rafael Pavarotti

Billboard-ის პროექტი Friday Music Guide ყოველ პარასკევს კვირის ყველაზე მნიშვნელოვან რელიზებს წარმოგიდგენთ.

გასულ კვირას ამ მიმოხილვაში sombr, ფიბი ბრიჯერსი,  სტივ ლასი, SZA-ს და სხვა არტისტები მოხვდნენ, ამ კვირაში კი Madonna დიდი ხნის ნანატრი Confessions II-ით ბრუნდება, ამომავალი ვარსკვლავი სიენა სპაირო სადებიუტო ალბომ Visitor-ს აქვეყნებს, ხოლო რაილი გრინი მსმენელს ახალ კოლაბორაციას უზიარებს. 

გაეცანით Billboard-ის კვირის მუსიკალურ სიახლეებს: 

Madonna – Confessions II

რამდენიმეთვიანი მოლოდინისა და მასშტაბური კამპანიის შემდეგ, Madonna-მ ახალი სტუდიური ალბომი Confessions II გამოუშვა.

ეს პოპარტისტის 1983 წლის შემდეგ გამოცემული მე-15 სტუდიური ალბომია და 2019 წლის Madame X-ის შემდეგ  პირველი ნამუშევარი. Confessions II მსმენელს იმ საცეკვაო სამყაროში აბრუნებს, რომელმაც 2005 წლის Confessions on a Dance Floor ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოპალბომად აქცია.

 მიუხედავად იმისა, რომ ძველი ალბომი აქცენტს დისკოზე აკეთებდა ისეთი კლასიკად ქცეული ჰიტებით, როგორიცაა Hung Up და Sorry, Confessions II უფრო მაღალი უფრო დახვეწილი დენს-პოპისა და ელექტრონიკის მიმართულებით ვითარდება. 

Confessions II საცეკვაო მუსიკის მხიარულ და ენერგიულ ბუნებასაც ინარჩუნებს. School ალბომის ერთ-ერთ ყველაზე რიტმულ ტრეკად ითვლება, ხოლო Danceteria იმ ნიუ-იორკული კლუბის ისტორიას გვიყვება, სადაც Madonna-მ 1982 წელს თავისი პირველი პერფორმანსი გამართა.

ისევე, როგორც Confessions on a Dance Floor, ახალი ალბომიც  ემოციურ სიღრმესა და საცეკვაო ენერგიას აერთიანებს. მასში თავმოყრილია პირადი თემები: დედა-შვილობაზე (არტისტის ქალიშვილ ლოლა ლეონთან კოლაბორაცია), ღალატით გამოწვეულ ტკივილსა და სიყვარულზე.

სიენა სპაირო –  Visitor

ემოციური ჰიტის Die on This Hill წარმატების შემდეგ, სოულ-პოპ არტისტმა სიენა სპაირომ სადებიუტო ალბომი Visitor გამოუშვა.

ალბომში შესულია როგორც Die on This Hill, ასევე ადრე გამოცემული სინგლები You Stole the Show და The Visitor.

Visitor-ზე სიენა სპაირო ისეთ ავტორებთან და პროდიუსერებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან ომერ ფედი და მაიკლ პოლაკი, რომლებმაც რამდენიმე კომპოზიციის თანაპროდიუსერობაც შეითავსეს. 

GAYLE – junebug!

სამი წლის წინ, 2023 წელს, პოპმომღერალმა GAYLE-მა თავისი ჰიტით abcdefu გრემიზე წლის სიმღერის ნომინაცია მოიპოვა. ამის შემდეგ მან ორი EP გამოუშვა, ჩაწერა ფილმ Barbie-ს სიმღერა საუნდტრეკისთვის და ტეილორ სვიფტისა და ტეიტ მაკრეის ტურნეებზე გამხსნელი არტისტის სტატუსით წარდგა.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ GAYLE ახალი მუსიკით ბრუნდება და ამავდროულად სადებიუტო ალბომსაც აანონსებს. Observing Chaos წლის ბოლოს გამოვა, ხოლო მისი პირველი სინგლი junebug! უკვე ხელმისაწვდომია მსმენელისთვის. ახალი ნამუშევარი ენერგიული როკ-პოპ ჟღერადობით გამოირჩევა და იდეალურად გადმოსცემს ზაფხულისთვის დამახასიათებელი თავისუფალ და ქაოსურ განწყობას. 

Giorgi Marr’s One Man Army –  Stranger In Your Eyes

ქართველმა მუსიკოსმა გიორგი მარიმ, სასცენო სახელით Giorgi Marr’s One Man Army მსმენელს ახალი სინგლი Stranger In Your Eyes წარუდგინა. კომპოზიცია არტისტის ცხოვრების ერთ-ერთ რთულ პერიოდს ასახავს და მსმენელს პირად, ემოციურ განცდებს უზიარებს. სინგლთან ერთად მუსიკოსმა საინტერესო ვიზუალური ნამუშევარიც გამოაქვეყნა, რომელიც სრულად არტისტის მიერაა გადაღებული.

ბილი სტრინგი – Burn the Other End

მიუხედავად იმისა, რომ ბილი სტრინგმა სახელი ხანგრძლივი, იმპროვიზაციული და გამორჩეული კონცერტებით გაითქვა, ბოლო წლებში ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სტუდიურ არტისტადაც ჩამოყალიბდა. 2021 წლიდან მოყოლებული მუსიკოსმა საუკეთესო ბლუგრას ალბომისთვის სამი „გრემი“ მოიპოვა.

მისი ახალი სინგლი Burn the Other End  ფსიქოდელიურ და მისტიკურ ატმოსფეროს უფრო ტრადიციული სიმღერის ფორმატში აქცევს. ამავდროულად, კომპოზიცია მუსიკოსის წინა ნამუშევრებთან შედარებით მუქი ემოციური განწყობით გამოირჩევა.

მომავალი ალბომის, So Much For Goodbyes-ის დაანონსებისას ბილი სტრინგსმა აღნიშნა, რომ ეს ჩანაწერი დედის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც გასულ წელს ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში მონაწილეობს ცნობილი გიტარისტი ჯეკ უაითიც, რომელიც ბერნეტთან ერთად ბექ-ვოკალებს ასრულებს. 

რაილი გრინი და ჰანა მაკფარლანდი – Go Again

ქანთრი მუსიკოსმა რაილი გრინმა ახალი დუეტი ჰანა მაკფარლანდთან ერთად გამოუშვა. სიმღერა Go Again მისი მომავალი ალბომის That’s Just Me ნაწილია.

ორივე არტისტი ალაბამადანაა და ამჟამად ერთობლივ ტურნეშიც მონაწილეობენ. მათ ადრე უკვე ითანამშრომლეს სიმღერაზე Don’t Mind If I Do, ახლა კი ახალი დუეტით კვლავ აგრძელებენ თანამშრომლობას.

აკუსტიკური კომპოზიციის ავტორიც თავად რაილი გრინია, მსუბუქი, რომანტიკული განწყობის მიუხედავად, Go Again უფრო დახვეწილი და ინტიმური ხასიათის სიმღერაა, ვიდრე არტისტის წინა ჰიტი Worst Way. 

მგზავრები – „ჩემი ქვეყანა“

24 ივნისს ჯგუფმა „მგზავრები“ ახალი სიმღერა „ჩემი ქვეყანა“ და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა. ახალ პროექტში აქცენტი ქართულ კულტურასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე კეთდება, რომელიც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს უსვამს ხაზს.

სტელა ლეფტი – Good at Leaving

სტელა ლეფტი ახალ სინგლში Good at Leaving ქანთრის მიმართულებას კიდევ უფრო უახლოვდება. 

კომპოზიციაში სტელა ლეფტის ვოკალს ელექტრო გიტარის, მანდოლინისა და აკუსტიკური გიტარის დახვეწილი ჟღერადობა ახლავს. Good at Leaving უკვე რამდენიმე კონცერტზე შესრულდა და მსმენელების ერთ-ერთ ფავორიტადაც იქცა, რის შემდეგაც სიმღერა ოფიციალურად გამოიცა.

რუბენ ბლეიდსი – SUPERMAMBO

მუსიკოსმა რუბენ ბლეიდსმა, რომელიც Billboard-მა 2026 წლის Indie Icon-ად დაასახელა, ახალი ალბომი SUPERMAMBO გამოუშვა.

17 ტრეკისგან შემდგარი პროექტი მუსიკისა და კომიქსის სამყაროს აერთიანებს და აფრო-ლათინო სუპერგმირის ისტორიას გვიყვება. მისი მთავარი სუპერძალა ადამიანების ცეკვაში ჩართვაა.

პანამელი ვარსკვლავის მიერ გამოცემული ეს ალბომი იდეალურად აერთიანებს ამბის თხრობისა და ტროპიკული რითმების ელემენტებს, რისი მიზანიც ლათინოამერიკული კულტურის დემონსტრირებაა. SUPERMAMBO-ს პროდიუსერები ფელიპე ფურნიე და ჯერემი ბოში არიან, ხოლო ჩანაწერი მოიცავს კოლაბორაციებს ოსკარ ერნანდესთან, შე ფიოლთან და ბენდთან Mariachi Flor de Toloache.

Judeline  – Besito

ესპანელმა არტისტმა Judeline-მა ახალი სინგლი Besito წარადგინა.

სიმღერა ოკეანის ტალღების ხმით იწყება და შემდეგ ექსპერიმენტული სინთეზატორებითა და ეთერული ვოკალური ჰარმონიებით გაჯერებულ ფუტურისტულ პოპსიმღერაში გადადის. არტისტი მას საკუთარ ოფიციალურ „ზაფხულის ჰიტად“ მოიხსენიებს.

სიმღერას თან ახლავს საფრანგეთში, ლილიან არდუინოს მიერ გადაღებული კონცეპტუალური ვიდეო, სადაც არტისტი ღამის სანაპიროზე პერფორმანსს ასრულებს. 

ზურა ჯიშკარიანი –  ტიტრები (EP)

ზურა ჯიშკარიანმა, ფსევდონიმით DillaNext, ახალი EP სახელწოდებით „ტიტრები“ წარადგინა. ალბომი 10-წუთიანი ვიზუალური ნამუშევრის სახით გამოიცა, რომლის რეჟისორი ერეკლე ხელაშვილია.

სრული EP-ის გამოცემამდე არტისტმა მასში შემავალი სინგლების ვიდეოფრაგმენტები გაავრცელა, რომლებითაც „ტიტრების“ გამოსვლა დააანონსა.  

Zeds Dead – Return to the Return (of the Spectrum of Intergalactic Happiness)

ელექტრონულმა დუომ Zeds Dead-მა ახალი პროექტი Return to the Return (of the Spectrum of Intergalactic Happiness) წარადგინა, რომელიც 2025 წლის ალბომის Return to the Spectrum of Intergalactic Happiness ახლებური ინტერპრეტაციაა.

დუეტმა ორიგინალი ალბომის კომპოზიციები ხელახლა დაარემიქსა და ისინი სრულიად ახალ მუსიკალურ ნამუშევრებად აქცია. პროექტში ერთმანეთს ერწყმის ემბიენთი, UK Garage (UKG) და სხვა ელექტრონული ჟანრები.

ახალი ნამუშევარი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ორიგინალი ალბომის ერთდროული გაგრძელება და მისი ახლებური ინტერპრეტაციაც. ნამუშევარი კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენს Zeds Dead-ის ექსპერიმენტულ ხელწერასა და მათთვის დამახასიათებელ მრავალფეროვან ჟღერადობას. 

კენ კარსონი –  xperience

მას შემდეგ, რაც 2025 წლის ალბომით More Chaos თავის კარიერაში პირველად Billboard 200-ის ლიდერი გახდა, ატლანტელმა რეპერმა კენ კარსონმა ახალი ალბომი xperience გამოუშვა.

22-ტრეკიან პროექტში მსმენელს ენერგიული rage rap-ის ჟღერადობა ხვდება, რომელიც ინდუსტრიული მუსიკის ელემენტების ნაზავია. ალბომი მუსიკოსმა პირველად მაისში, Rolling Loud 2026-ის მთავარ სცენაზე გამოსვლისას დააანონსა, მოგვიანებით კი მას სოციალურ ქსელშიც აქტიურად უწევდა კამპანიას.

xperience-ში მონაწილეობენ Playboi Carti, Destroy Lonely, Lil Uzi Vert, Young Thug და 2hollis. ახალი ნამუშევარი კიდევ ერთხელ ამტკიცებს კენ კარსონის სტატუსს, როგორც თანამედროვე ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ნოვატორული სუპერვარსკვლავის, რომელიც აგრძელებს ჟანრის საზღვრების გაფართოებას და საკუთარ უნიკალურ ესთეტიკას კიდევ უფრო მკაფიოდ აყალიბებს.

ლიკუნა თუთისანი –  How Long I’ve Waited For

ლიკუნა თუთისანმა პირველი სინგლი გამოსცა. ახალი ამბავი მუსიკოსმა გულშემატკივარს სოციალური ქსელებით ამცნო. „ეს ჩემი პირველი სინგლია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გიზიარებთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამის განხორციელებაში დამეხმარა.”

How Long I’ve Waited For ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად ლიკუნა თუთისანია, პროდიუსერი და გიტარის პარტიების შემსრულებელი – ლუკა ქიტიაშვილი, კლავიში – ნიკალა ზუბიაშვილი. სინგლი Break Records-ის ლეიბლზე გამოვიდა.

დესტინ კონრად – Nervous

გრემის ნომინანტმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა დესტინ კონრადმა ახალი სინგლი Nervous გამოუშვა, რომელიც მისი მომავალი რეგი ალბომის პირველი ნიმუშია.

გასულ წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Love on Digital და შემდეგ ექსპერიმენტული ჯაზ-EP Whimsy წარადგინა. ამჯერად კი ის ე.წ. „დენსჰოლის“ ჟანრს უბრუნდება.

Nervous-ში დენსჰოლის რიტმები პროდიუსერ ლუი ლასტიკის მიერ შექმნილ ენერგიულ ბიტებსა და დესტინ კონრადის მრავალშრიან ვოკალს ერწყმის. არტისტის შემოქმედებაში კარიბული მუსიკის გავლენა ყოველთვის იგრძნობოდა, რაც მისი იამაიკელი დედის კულტურულ მემკვიდრეობას უკავშირდება, თუმცა ახალ სინგლში ეს გავლენა განსაკუთრებით მკაფიოდ არის წარმოჩენილი. Billboard-ის შეფასებით, Nervous ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომპოზიციაა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი, 2025 წლის 4 სექტემბერი ლოს აჯელესი, კალიფორნია. Jesse Grant/Getty Images

ჯენიფერ ლოპესის თქმით, დაშორება წვეულებით უნდა აღნიშნო

შემდეგი სტატია

Madonna ახალი ალბომით, Confessions II-ით ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი