პოლ მაკარტნიმ ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილში Beatles-ის კლასიკა გააცოცხლა

ცერემონიაზე ასევე იმღერა სტივი ნიკსმა.
პოლ მაკარტნი Got Back მსოფლიო ტურნეს დროს 2024 წლის 18 დეკემბერს
JIM DYSON/GETTY IMAGES

ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილში პოლ მაკარტნიმ Beatles-ის კლასიკა გააცოცხლა. 84 წლის ლეგენდარულმა მუსიკოსმა 1964 წლის შემდეგ პირველად შეასრულა I Want to Hold Your Hand. 

„ცერემონიის შემდეგ ტეილორის დედამ, ანდრეამ, ყველანი დარბაზში მიიპატიჟა, სადაც სცენა იყო მოწყობილი,” – უყვება წყარო გამოცემა People-ს. მისივე ინფორმაციით, ამ სივრცეში იმღერა სტივი ნიკსმაც. 

სვიფტისა და კელსის ქორწილამდე მაკარტნის I Saw Her Standing There ჯგუფის 1964 წლის ნიუ-იორკის სექტემბრის კონცერტის მერე აღარ შეუსრულებია. იმ წელს სიმღერა Billboard Hot 100-ის მე-14 ადგილზე გავიდა. 

ცოტა ხნის წინ სვიფტმა მაკარტნის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა და ინსტაგრამზე მუსიკოსის პოსტი გააზიარა, სადაც ის თავის ახალ სოლო ალბომს, The Boys of Dungeon Lane-ს წარადგენს. „მუდმივი შთაგონება მაქვს ამ მარადიულად გამორჩეული არტისტისგან,” – დაწერა სვიფტმა. 

ბოლო წლებში ორი მუსიკალური ლეგენდის გზები არაერთხელ გადაიკვეთა. 2015 წელს Saturday Night Live-ის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წვეულებაზე მათ ერთად შეასრულეს სიმღერა Shake It Off. 2020 წელს კი ჟურნალ Rolling Stone-ისთვის ერთმანეთისგან ინტერვიუ აიღეს. 

2024 წელს მაკარტნი ასევე დაესწრო სვიფტის Eras Tour-ის ლონდონის შოუს. კონცერტის შემდეგ გულშემატკივრის მიერ გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ის The Tortured Poets Department-ის სიმღერაზე But Daddy I Love Him ცეკვავდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tbilisi Open Air 2026 გაიხსნა – პირველი საფესტივალო დღის მიმოხილვა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის საქორწინო ფიცი: რას ამბობენ ცერემონიის სტუმრები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი