ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
ედ შირანი
JOHN NACION/BILLBOARD

ედ შირანმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ინგლისის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს და განაგრძო ტრადიცია, რომელიც 2021 წლიდან იღებს სათავეს. 

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ბრიტანელი პოპვარსკვლავი ეროვნულ ნაკრებს კანზას-სიტიში, მსოფლიო ჩემპიონატის დროს სტუმრობს და ფეხბურთელებს ჩახუტებით ესალმება. „2021 წელს ჰარი კეინმა პირველად მიმიწვია მათ ბანაკში, სადაც ყველას შევხვდი. მას შემდეგ ყოველ შეკრებაზე დავდივარ. ჩვენ დავმეგობრდით,” – ამბობს მუსიკოსი.

ვიდეოში არტისტი აკუსტიკური გიტარის თანხლებით მის ერთ-ერთ სიმღერას, Billboard Hot 100-ის მე-6 ადგილის მფლობელ Castle on the Hill-ს ასრულებს. და, რა თქმა უნდა, გამოთქვამს იმედს, რომ ინგლისის ნაკრები ტურნირის ჩემპიონი გახდება, ვარაუდით, რომ ფინალში მას მეტოქეობას საფრანგეთი გაუწევს. 

„ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით,” – ამბობს ის. 

ინგლისის მომდევნო მატჩი ნორვეგიის წინააღმდეგ შაბათს შედგება. ჩემპიონატის ფინალი კი 19 ივლისს გაიმართება და არსებობის ისტორიაში პირველ halftime show-ს უმასპინძლებს. შოუს კურატორი კრის მარტინია, ჰედლაინერები კი ჯასტინ ბიბერი, BTS, მადონა და შაკირა იქნებიან.

შირანმა, რომელიც ინგლისური კლუბის, Ipswich Town-ის მცირე წილსაც ფლობს, ვიდეოში აღნიშნა, რომ როვნულ საფეხბურთო ნაკრებთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. პირველად მან ფეხბურთელებისთვის სწორედ 2021 წელს ერთობლივ სადილზე იმღერა. მოგვიანებით კი „ბი-ბი-სის” ეთერში განაცხადა: „ცხოვრებაში ბევრი საოცარი მომენტი მქონია, მაგრამ ცოტა მათგანი თუ შეძლებს, ამ მომენტს გადააჭარბოს.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

შემდეგი სტატია

ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი