Mechanical Rainbow-ს ახალი სინგლი PANDORA

„PANDORA ამ ქაოსში დამაბნეველი, მაგრამ გულწრფელი ურთიერთობებით გამოწვეული ემოციების ნაკრებია, ხოლო ამ გაურკვევლობის გამორკვევა და ინტერპრეტაცია, სჯობს, ხალხს მივანდოთ.“
Mechanical Rainbow ფოტო: ნიტა შარიფაშვილი
Mechanical Rainbow
ფოტო: ნიტა შარიფაშვილი

Mechanical Rainbow-მ ახალ სინგლი სახელწოდებით PANDORA გამოაქვეყნა. სიმღერა, რომელიც ბენდის მომავალ ალბომში შევა, ახალი ჟღერადობისა და შემოქმედებითი ძიების შედეგია.

მუსიკა და ტექსტი თავად ბენდს ეკუთვნის, მიქსინგსა და მასტერინგზე კი ვოკალისტმა დადუ დონაძემ იმუშავა. სიმღერა ლეიბლ Orange Cat MAfia-ს ქვეშ გამოიცა.

ჯგუფის წევრების თქმით, თავდაპირველად სიმღერის არაერთი ვერსია ჰქონდათ, საბოლოოდ კი ის არანჟირება დარჩა, რომელიც, მათი აზრით, ყველაზე ზუსტად გამოხატავდა კომპოზიციის ემოციურ ბუნებას.

Mechanical Rainbow ფოტო: მარიამ დავითური
Mechanical Rainbow
ფოტო: მარიამ დავითური

Mechanical Rainbow

„რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტეთ, უფრო დიდი კარიერული ნაბიჯი გადაგვედგა და ალბომზე დაგვეწყო მუშაობა. ამისთვის ემოციური მზაობაც აღმოგვაჩნდა და დიდი სურვილიც. კოჯორში მოვაწყვეთ სამუშაო სტუდია, სადაც ჩვენი დროის საკმაოდ დიდ ნაწილს ვატარებთ.

PANDORA ალბომისთვის ახალი ჟღერადობის და იდენტობის ძიების პროცესში შეიქმნა და თავდაპირველად სრულიად სხვა ხასიათის იყო. რამდენიმე ვარიანტის ცდის შემდეგ გვგონია, რომ ვუპოვეთ ის არანჟირება, რომელსაც ემოციურად სიმღერა ითხოვდა. კოჯორში ყოფნამ ერთდროულად მოგვცა იზოლირების და ბევრი „დეიდრიმინგის“, მაგრამ ასევე რუტინული ყოველდღიურობის განცდა.  გვგონია, რომ ესთეტიკურად საბოლოო ნამუშევარი ამ ყველაფერს ირეკლავს, თუნდაც მთავარი პერსონაჟით, რომელიც რაღაც ჯადოსნურ და რუტინულ სივრცეებს შორისაა გაჭედილი.“

მუსიკოსების თქმით, კომპოზიცია ურთიერთობებით, ქაოსითა და იმ ემოციებით არის შთაგონებული, რომელთა ინტერპრეტაციასაც თავად მსმენელს ანდობენ.

„ტექსტი ეხება იმას, რომ ამ უკანასკნელ წლებში საქართველოში ძალიან დასჭირდა ხალხს ერთმანეთის გვერდში დგომა ნებისმიერი ფორმით და ეს ალბათ ყველას ხან კარგად გამოგვდიოდა, ხან ნაკლებად. PANDORA ამ ქაოსში დამაბნეველი, მაგრამ გულწრფელი ურთიერთობებით გამოწვეული ემოციების ნაკრებია, ხოლო ამ გაურკვევლობის გამორკვევა და ინტერპრეტაცია, სჯობს, ხალხს მივანდოთ.“

მოისმინეთ Mechanical Rainbow-ს სიმღერა PANDORA:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაიკლ ჯექსონი და Madonna ლოს ანჯელესი, 1991 წლის 25 მარტი Pierre-Giles Vidoli/WWD

Madonna და მაიკლ ჯექსონი Billboard 200-ის საუკეთესო ათეულში ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთად პირველად მოხვდნენ

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ჰადსონი 2026 წლის 30 იანვარს, ლოს-ანჯელესში გამართულ MusiCares Person of the Year-ის დაჯილდოების ცერემონიაზე. ფოტო: Lester Cohen/Getty Images for The Recording Academy

მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიაზე ჯენიფერ ჰადსონი, ნიკოლ შერზინგერი და სხვა ვარსკვლავები წარდგებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი

ოფიციალურად დადასტურდა, რომ Jay-Z 2027 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება

იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის Super Bowl 14 თებერვალს – ვალენტინობის დღეს იმართება, ფანებს იმედი აქვთ, რომ Jay-სთან ერთად შოუს ბიონსეც შეუერთდება.
მეტი
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026 იწყება

ფესტივალის ფარგლებში რვა კონცერტი, საერთაშორისო მუსიკოსებისგან შემდგარი გამორჩეული პროგრამა და სამეცნიერო კონფერენცია იქნება წარმოდგენილი.
მეტი

40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
მეტი
Ecco2k – Aldehydes and Ketones

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, შვედური ალტერნატიული სცენის ვარსკვლავი Ecco2k ახალი სინგლით – Aldehydes & Ketones ბრუნდება

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი
გიგი ცინცაძის და ზუკა სიმონიშვილის ერთობლივი ალბომი Flow ფოტო: Lunatic

გიგი ცინცაძემ და ზუკა სიმონიშვილმა ერთობლივი ალბომი Flow გამოუშვეს

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი