Madonna და მაიკლ ჯექსონი Billboard 200-ის საუკეთესო ათეულში ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთად პირველად მოხვდნენ

Madonna-ს ახალი ალბომი CONFESSIONS II Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა და ის საუკეთესო ათეულში მაიკლ ჯექსონის ლეგენდარულ ალბომს, Thriller-ს შეუერთდა, რომელიც ასევე ჩარტის ლიდერთა შორისაა.
მაიკლ ჯექსონი და Madonna ლოს ანჯელესი, 1991 წლის 25 მარტი Pierre-Giles Vidoli/WWD
მაიკლ ჯექსონი და Madonna ლოს ანჯელესი, 1991 წლის 25 მარტი
Pierre-Giles Vidoli/WWD

Madonna-ს ახალი სტუდიური ალბომი  CONFESSIONS II –  Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა, რის შედეგადაც პოპის დედოფალი და პოპის მეფე საუკეთესო ათეულში ერთად მოხვდნენ.  ამავე დროს, მაიკლ ჯექსონის 1983-84 წლების პირველადგილოსანი ალბომი Thriller უახლეს რეიტინგში მე-7 ადგილიდან მე-8 პოზიციაზე გადავიდა. 

აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც წყვილი Billboard 200-ის საუკეთესო ათეულში ერთდროულად ფიგურირებს. მსგავსი ფაქტი ბოლოს თითქმის 25 წლის წინ დაფიქსირდა. 

Madonna და მაიკლ ჯექსონი Billboard 200-ის საუკეთესო ათეულში ერთად ბოლოს 2001 წლის 1 დეკემბრის ჩარტში გამოჩნდნენ. იმ კვირაში მაიკლ ჯექსონის ალბომი Invincible, რომელიც ჩარტის ლიდერი იყო, გამოსვლიდან მესამე კვირას მესამე პოზიციიდან მეოთხეზე გადავიდა, ხოლო Madonna-ს ჰიტების კრებული GHV2: Greatest Hits Volume 2 მეშვიდე ადგილზე გავიდა.  მომდევნო კვირას ორივე ალბომმა საუკეთესო ათეული დატოვა,  თუმცა Billboard 200-ის საუკეთესო თხუთმეტეულში პოზიციები კვლავ შეინარჩუნა.

ორ ლეგენდას თითქმის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდათ, 1980-იან წლებში Billboard 200-ის საუკეთესო ათეულში ერთდროულად მოხვედრილიყვნენ. იმ პერიოდში მათ ჩარტის პირველ პოზიციაზე ჯამში 57 კვირა გაატარეს. 

1987 წლის 19 სექტემბრის ჩარტში Madonna-ს მონაწილეობით გადაღებული ფილმის Who’s That Girl საუნდტრეკმა საუკეთესო ათეულში მესამე და ბოლო კვირა გაატარა და მე-7 პოზიცია დაიკავა. მომდევნო კვირას Who’s That Girl მე-11 ადგილზე გადავიდა, იმავდროულად, მაიკლ ჯექსონის ალბომ Bad-ის დებიუტი ჩარტში პირველ ადგილზე შედგა. 3 ოქტომბრის ჩარტშიც Who’s That Girl კვლავ მე-11 პოზიციაზე დარჩა, ხოლო Bad ლიდერობას ინარჩუნებდა. 

მიუხედავად იმისა, რომ Who’s That Girl და Bad Billboard 200-ის ტოპ ათეულში ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან, ორივე ალბომი 1987 წლის 26 სექტემბრიდან 17 ოქტომბრამდე ზედიზედ ოთხი კვირის განმავლობაში ტოპ 15-ში ერთდროულად ფიგურირებდა.

Madonna-სა და მაიკლ ჯექსონის კიდევ ერთი „ახლო კავშირი“ Billboard 200-ის 1988 წლის 23 იანვრის ჩარტში დაფიქსირდა. იმ პერიოდში ორივე არტისტი კვლავ საუკეთესო თხუთმეტეულში იყო: Madonna-ს რემიქს ალბომი You Can Dance მე-17 ადგილიდან მე-14-ზე ავიდა, ხოლო Bad მეოთხე ადგილს ინარჩუნებდა.

Madonna-სა და ჯექსონის ჩარტების ისტორიის გათვალისწინებით, გასაკვირია, რომ ტოპ 10-ში მათი გზები ასე იშვიათად გადაიკვეთა, განსაკუთრებით 1980-იან წლებში, როდესაც მათ პირველ ადგილზე ჯამში 57 კვირა გაატარეს. Madonna საუკეთესო ათეულში პირველად 1984 წლის 6 ოქტომბერს მოხვდა თავისი სადებიუტო, ამავე სახელწოდების ალბომით. იმ დროისთვის მაიკლ ჯექსონის მეგაჰიტი Thriller  უკვე გასული იყო ტოპ ათეულიდან, სადაც ის 1983 წლის იანვრიდან 1984 წლის ივნისამდე უწყვეტად იმყოფებოდა.

Thriller-ის შემდეგ Billboard 200-ის ტოპ 10-ში მაიკლ ჯექსონის კიდევ ოთხი ალბომი მოხვდა. 2009 წელს, მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, ჩარტის ტოპ-10-ში მისი კიდევ ოთხი ნამუშევარი შევიდა.

ამ მხრივ Madonna შემოქმედებითად ბევრად უფრო აქტიური აღმოჩნდა. მისი სადებიუტო, თავისივე სახელწოდების მქონე ალბომი პირველი გახდა იმ 24 ალბომიდან, რომლებიც საუკეთესო ათეულში მოხვდნენ, მათ შორისაა მომღერლის უკანასკნელი ალბომი CONFESSIONS II.

წლების განმავლობაში ჩარტში ამ არტისტების ერთდროულად ასეთი იშვიათი გადაკვეთა კიდევ ერთმა ფაქტორმა განაპირობა: მათი ახალი ალბომების გამოცემა ხშირად დროში არ ემთხვეოდა.  უმეტეს შემთხვევაში, მათი მნიშვნელოვანი რელიზები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებული პერიოდებით გამოდიოდა, თუმცა ისტორიაში მხოლოდ ოთხჯერ დაფიქსირდა, რომ Madonna-მ და მაიკლ ჯექსონმა ტოპ 10-ში მოხვედრილი ალბომები ექვსთვიანი შუალედით გამოსცეს.

ეს მოხდა 1987 წელს გამოცემული ალბომებით Who’s That Girl და Bad, 1995 წელს Madonna-ს ბალადების კრებულით Something To Remember და ჯექსონის სტუდიური და ჰიტებისგან შემდგარი ალბომით HIStory, 2001 წელს Madonna-ს კრებულით GHV2: Greatest Hits Volume და ჯექსონის Invincible-ით და 2009 წელს პოპის დედოფლის საუკეთესო სიმღერების კრებულით Celebration და პოპის მეფის გარდაცვალების შემდეგ გამოცემული დოკუმენტური ფილმის საუნდტრეკით This Is It.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

NAE NAE - Red Bull Dance Your Style საქართველოს გამარჯვებული ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

NAE NAE – Red Bull Dance Your Style საქართველოს ჩემპიონია, გამარჯვებული მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება

შემდეგი სტატია

Mechanical Rainbow ფოტო: ნიტა შარიფაშვილი

Mechanical Rainbow-ს ახალი სინგლი PANDORA

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი

ოფიციალურად დადასტურდა, რომ Jay-Z 2027 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება

იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის Super Bowl 14 თებერვალს – ვალენტინობის დღეს იმართება, ფანებს იმედი აქვთ, რომ Jay-სთან ერთად შოუს ბიონსეც შეუერთდება.
მეტი
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026 იწყება

ფესტივალის ფარგლებში რვა კონცერტი, საერთაშორისო მუსიკოსებისგან შემდგარი გამორჩეული პროგრამა და სამეცნიერო კონფერენცია იქნება წარმოდგენილი.
მეტი

40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
მეტი
Ecco2k – Aldehydes and Ketones

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, შვედური ალტერნატიული სცენის ვარსკვლავი Ecco2k ახალი სინგლით – Aldehydes & Ketones ბრუნდება

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი
გიგი ცინცაძის და ზუკა სიმონიშვილის ერთობლივი ალბომი Flow ფოტო: Lunatic

გიგი ცინცაძემ და ზუკა სიმონიშვილმა ერთობლივი ალბომი Flow გამოუშვეს

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი