Anana Kaye ახალ სინგლსა და ვიდეორგოლს Cross the Water აქვეყნებს

„ეს არის ერთდროულად ძალიან პირადი მოგზაურობა და პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ოდესმე დაუტოვებია ერთი ნაპირი, რათა მეორე ეპოვა.“
Anana Kaye
Anana Kaye
© Lindsey Torres

ქართველი მუსიკოსების, Irakli Gabriel-ისა და Anana Kaye-ს მიერ ამერიკაში დაფუძნებული ინდი-დუო Anana Kaye ახალ სინგლსა და ვიდეორგოლს Cross the Water აქვეყნებს. დუეტი კიდევ ერთხელ უბრუნდება იმ თემებს, რომლებიც მათ შემოქმედებაში ხშირად იკვეთება: იდენტობა, სახლი, მეხსიერება და ის გზა, რომელსაც ადამიანი საკუთარი ადგილის საპოვნელად გადის.

Cross the Water ადამიანის შინაგანი და ფიზიკური ტრანსფორმაციის ისტორიაა, ყველა იმ სირთულით, რომელიც დროსა და სივრცეში დამკვიდრების მცდელობას ახლავს თან.

Irakli Gabriel – მუსიკოსი

„Cross the Water კინემატოგრაფიული მედიტაციაა ემიგრაციაზე, კუთვნილების განცდაზე და იმ გამბედაობაზე, რომელიც საჭიროა უცნობისკენ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა საზღვრების გადაკვეთაზე მოგვითხრობს, „წყლის გადაკვეთა“ აქ უნივერსალურ მეტაფორად იქცევა – იმ რწმენის, რომელსაც ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

ეს არის ერთდროულად ძალიან პირადი მოგზაურობა და პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ოდესმე დაუტოვებია ერთი ნაპირი, რათა მეორე ეპოვა.” 

ბოლო პერიოდში Anana Kaye ქართულ ფოლკლორულ ელემენტებს, ამერიკულ ფოლკსა და ინდი-როკის ესთეტიკას ერთმანეთთან ბუნებრივად აზავებს. მათი შემოქმედება ხშირად მოგზაურობის, წარსული აღქმებისა და ადამიანური კავშირების შესახებ გვიყვება, ხოლო Cross the Water ამ მუსიკალური ხაზის ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური რეტროსპექტივაა.

Cross the Water სწორედ იმ გზის საუნდტრეკია, რომელსაც ადამიანი შეუცნობელისკენ მიჰყავს და შესაძლოა, საბოლოოდ საკუთარ თავთანაც აბრუნებს.

მოუსმინეთ Anana Kaye-ს ახალ კომპოზიციას: Cross the Water 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

16 სიმღერა, რომელსაც ჩემპიონობის განწყობა მოაქვს

შემდეგი სტატია

Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი"

VAQO-ს და ალექსანდრე ხარანაულის კოლაბორაცია – „სულის ლომბარდი“

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი
LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me LLOUD/ YouTube

LISA-მ ფილმიდან Always Lalisa ახალი ემოციური სინგლი Leave With Me  წარადგინა

ნელი, მელოდიური ბალადა დოკუმენტური ფილმის ტიტრების ფონზე ჟღერს. ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
მეტი
wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი