ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
ლიამ გალაგერი
Kevin Winter/Getty Images

ლიამ გალაგერმა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის პირველი Halftime Show მკაცრად შეაფასა. „ოაზისის” წევრი სოციალურ ქსელში მუნდიალის ფინალში გამართულ მუსიკალურ შოუს გამოეხმაურა, რომელშიც მადონა, BTS, ჯასტინ ბიბერი, შაკირა, Burna Boy, გუსტავო დუდამელი, კრის მარტინი, PS22 Chorus და „მაპეტები” მონაწილეობდნენ. 

„ეს ცუდ მოგზაურობას ჰგავდა,” – დაწერა გალაგერმა. შემდეგ კი ახალი პოსტი გამოაქვეყნა. „კარგია, რომ სულიერად მზად ვიყავი, თორემ ამ შოუს შეიძლება მოთმინებიდან გამოვეყვანე.”

11-წუთიანი კონცერტი, კრის მარტინის კურატორობით, პირველი მუსიკალური შოუ იყო მუნდიალის ისტორიაში, რომელიც ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გაიმართა. შოუ გაიხსნა მადონას Billboard Hot 100-ის ლიდერი სიმღერით Music, რის შემდეგაც სცენაზე BTS, ბიბერი, შაკირა, Burna Boy და სხვა შემსრულებლები წარდგნენ. 

შაკირამ და Burna Boy-მ Dai Dai შეასრულეს – 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერა და Billboard Global 200-ის ამჟამინდელი ლიდერი. BTS-მა Dynamite, ხოლო ბიბერმა Everything Hallelujah-ს აკუსტიკური ვერსია იმღერა. გუსტავო დუდამელი დირიჟორობდა ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრისა და სიმონ ბოლივარის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებს, რომლებმაც The White Stripes-ის Seven Nation Army დაუკრეს. შოუს დასასრულს მოედანზე PS22 Chorus, კრის მარტინი და „მაპეტები” წარდგნენ. მათ სხვა შემსრულებლებიც შეუერთდნენ. 

შოუ ერთ-ერთი ყველაზე მუსიკალურად დატვირთული მომენტი იყო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში. ამ ნაბიჯით ფიფა იმ გასართობ მოდელს დაუახლოვდა, რომელიც, დიდი ხანია, Super Bowl-თან ასოცირდება, სადაც ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული მუსიკალური შოუ ტრანსლაციის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. 

გალაგერის რეაქცია მოჰყვა „ოაზისის” სტადიონის მასშტაბებზე დაბრუნებას OASIS LIVE ’25 tour-ის ფარგლებში, რომელიც მოიცავდა კონცერტებს დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, მექსიკაში, აზიაში, ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში. გარდა ამისა, ბენდის სიმღერები წლების განმავლობაში მჭიდროდ დაუკავშირდა საფეხბურთო კულტურას. Wonderwall და Don’t Look Back in Anger გასცდა უბრალოდ როკმუსიკის ფარგლებს და სტადიონებზე გულშემატკივრებიის საყვარელ სიმღერებად იქცა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტრიბუნების ხმა – როგორ წერს მუსიკა საფეხბურთო ისტორიას

შემდეგი სტატია

ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი ნინა ცაგარელი

„ღამის სერენადები“  განსაკუთრებული პროგრამით ბრუნდება –  ინტერვიუ ფესტივალის აღმასრულებელ დირექტორთან ნინა ცაგარელთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი