შაკირასა და BURNA BOY-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიტი – DAI DAI ჩარტების სათავეში მოექცა

სიმღერა Latin Airplay-ს ჩარტში მე-4 ადგილიდან 1-ელ ადგილზე დაწინაურდა.
შაკირა და Burna Boy 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპტიონატზე
BOB KUPBENS/ICON SPORTSWIRE VIA GETTY IMAGES

შაკირასა და Burna Boy-ს სიმღერა Dai Dai, რომელიც FIFA World Cup 2026-ის ოფიციალური სიმღერაა, Latin Airplay-ს ჩარტში მე-4 ადგილიდან 1-ელ ადგილზე დაწინაურდა. ამ შედეგით შაკირამ თავის კარიერაში 25-ე პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო Burna Boy  ჩარტში პირველად გამოჩნდა, თანაც ლიდერი პოზიციით.

Dai Dai-ს პირველი ადგილით, შაკირამ Latin Airplay-ს 32-წლიან ისტორიაში ქალ არტისტებს შორის თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ჩარტის აბსოლუტური ლიდერი 40 ჰიტით ჯეი ბალვინია. Luminate-ის მიხედვით, 10-16 ივლისის მონაცემებით, სიმღერის მსმენელთა რიცხვი შეერთებული შტატების 152 ლათინურ რადიოში 25%-ით გაიზარდა და 7.3 მილიონს მიაღწია.

Dai Dai-სთან ერთად  შაკირა ჩარტის სათავეში დაბრუნდა. ბოლოს ის პირველ ადგილზე 2025 წლის იანვარში მოხვდა. მისი სიმღერა Soltera ერთი კვირა იყო ჩარტის ლიდერი. იქამდე იყო ჰიტი, სახელწოდებუთ Loba, რომელმაც ჩარტის ლიდერის სტატუსი 2009 წელს მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ Burna Boy-მ ჩარტში პირველივე გამოჩენისთანავე  დაიკავა პირველი ადგილი. ნიგერიელი მომღერალი და სიმღერების ავტორი Billboard-ის რეიტინგში პირველად გამოჩნდა ალბომით – L.I.F.E.: Leaving An Impact For Eternity, რომელიც Reggae Albums-ის ჩარტის საუკეთესო ათეულში მოხვდა. 

Billboard-ის ჩარტებში დებიუტის შემდეგ, Dai Dai-მ მსოფლიო მასშტაბით 10 სარეიტინგო სიაში დაიკავა პირველი ადგილი. ამ მიღწევებს კი ახლა უკვე Latin Airplay დაემატა. სიმღერის გლობალური წარმატება 11 ივნისს, მეხიკოში, 2026 წლის FIFA World Cup-ზე დაიწყო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნანი – ლეგენდის მიღმა

შემდეგი სტატია

30 ივლისს Moby-სთან ერთად სცენაზე Circus Mircus წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი