გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ სივრცეში  ყველაზე დიდი რაოდენობის მელოტქუდებიანი ადამიანების შეკრებისთვის, იმღერა 70 000-მდე ადამიანის წინაშე სრულად გაყიდულ I Am Back ტურნეზე ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში – საერთაშორისო სუპერვარსკვლავი Pitbull ახლა ამ წარმატების ტალღას Billboard Latin Music Week 2026-ზეც განაგრძობს. 

მუსიკალური ინდუსტრიის გლობალურმა ავტორიტეტმა „ბილბორდმა” დღეს განაცხადა, რომ გრემის მფლობელი არტისტი 2026 წლის ლათინური მუსიკის კვირეულის მონაწილე იქნება. ღონისძიება 19-22 ოქტომბერს მაიამი ბიჩზე გაიმართება და კიდევ ერთხელ შეკრებს ლათინური მუსიკალური ინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებს ლათინური მუსიკისა და კულტურის ძალის, გავლენისა და მომავლის აღსანიშნავად. ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე BillboardLatinMusicWeek.com.

არმანდო კრისტიან პერესი – ცნობილი, როგორც Pitbull – გრემის მფლობელი დამოუკიდებელი საერთაშორისო სუპერვარსკვლავი, მეწარმე, განათლების ელჩი და სამოტივაციო სპიკერია, რომლის გავლენებიც სცდება მუსიკის საზღვრებს. ამჟამად, თავის I’m Back Tour-ში, Lil Jon-თან ერთად, ის მსოფლიოს მასშტაბით მსმენელის აღფრთოვანებას განაგრძობს. მილიარდობით აუდიოსტრიმითა და ვიდეონახვებით, ასობით ოქროსა და პლატინის სერტიფიკატითა და კარიერით, რომელმაც ხელახლა განსაზღვრა გლობალური წარმატების ფენომენი, ის მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად რჩება.  

სცენის მიღმა Pitbull-მა წარმატებული ბიზნესპორტფოლიო შექმნა, როგორც ხმისჩამწერი ლეიბლის, Mr. 305-ისა და Voli 305 Vodka-ს დამფუძნებელმა. ის ასევე მაუწყებლობს საკუთარი არხით SiriusXM-ზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით რიტმულ ჰიტებს აერთიანებს. როგორც განათლების აქტიური მხარდამჭერი, ის არის SLAM!-ის თანადამფუძნებელი (Sports Leadership Arts Management) – ცნობილი უფასო საჯარო სკოლების ქსელის, რომელიც ამჟამად 10 000-ზე მეტ სტუდენტს ემსახურება აშშ-ის 14 კამპუსში, რითაც მომავალი თაობის განვითარებას ინოვაციური სწავლებითა და ლიდერობის უნარების გაძლიერებით უწყობს ხელს. 

აღიარებული, როგორც ყველაზე ხანგრძლივი, პრესტიჟული და გავლენიანი ღონისძიება ლათინური მუსიკის ინდუსტრიაში, Billboard Latin Music Week-ს ხშირად დიდი ვარსკვლავების დაბადების ადგილსაც უწოდებენ. ღონისძიება მოიცავს რამდენიმედღიან პროგრამას შთამბეჭდავი ცოცხალი შესრულებებით, ექსკლუზიური პანელური დისკუსიებით, ინტერაქციული ვორკშოპებით. ის აერთიანებს წამყვან არტისტებს, კრეატორებსა და აღმასრულებლებს, რომლებიც ფანებთან ერთად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლათინური მუსიკის მომავალს ქმნიან. 

სამ ათწლეულზე მეტია, „ბილბორდის” ლათინური მუსიკის კვირეული ამ სფეროში ყველაზე გავლენიანი საუბრებისა და კულტურული მომენტების წამყვან ძალას წარმოადგენს. ის ერთმანეთთან აკავშირებს არტისტების სხვადასხვა თაობას, ინდუსტრიის ლიდერებსა და ფანებს. ყოველწლიურად კვირეული მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟანრის მომავლის განვითარებაში გლობალურ სცენაზე და იმყარებს პოზიციებს, როგორც გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ღონისძიება.

გასული წლის კვირეულმა ლათინური მუსიკის ისეთ დიდ სახელებს მოუყარა თავი, როგორებიც არიან: Daddy Yankee, DJ Khaled, გლორია და ემილიო ესტეფანები, Kali Uchis, ლაურა პაუზინი და სხვები. წლევანდელი გამოშვება კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას ლათინური მუსიკისა და ამბის თხრობის გლობალურ წარმატებასა და გავლენაზე. 

2026 წლის Billboard Latin Music Week 19 ოქტომბერს დაიწყება და მონაწილეებს დატვირთულ პროგრამას შესთავაზებს, მათ შორის საუბრებს არტისტებთან, პანელურ დისკუსიებს, ცოცხალ შესრულებებს, ვორკშოპებს, პროფესიული კავშირების შესაძლებლობებსა და სხვა მრავალფეროვან აქტივობებს. 

კვირეული დაემთხვევა 2026 წლის Billboard Latin Music Awards-ს, რომელიც მაიამიში 22 ოქტომბერს გაიმართება. 

ღონისძიების სპონსორები არიან Harbourview Equity Partners, HYBE Latin America, Sonesta International Hotels და Lincoln. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ BillboardLatinMusicWeek.com

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

შემდეგი სტატია

Charli xcx კინემატოგრაფიული ალბომით Music, Fashion, Film ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი