Charli xcx კინემატოგრაფიული ალბომით Music, Fashion, Film ბრუნდება

პოპვარსკვლავის ახალი ჩანაწერი 2024 წლის Brat-ს მოჰყვება.
Charli xcx
MICHAEL BUCKNER/VARIETY

Charli xcx-ის მომდევნო ერა უკვე დადგა. 24 ივლისს ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა ახალი ალბომი Music, Fashion, Film გამოსცა. ჩანაწერი მოჰყვა „ქარიშხლიანი უღელტეხილის” საუნდტრეკ ალბომს, რომელიც თებერვალში გამოვიდა.  

ახალ ალბომში ჯამში 11 სიმღერა შედის, მათ შორის ოთხი მანამდე გამოცემული სინგლი: Camera, SS26, Rock Music და Wink Wink.

ალბომის დასკვნითი სიმღერა No One Lasts Forever პროექტის ერთადერეთ სტუმარს მოიცავს – მასში რეჟისორ დევიდ კრონენბერგის საუბარია ჩაწერილი. როგორც ჩარლიმ აღნიშნა, მას ტორონტოში პირადად ესტუმრა. 

„ალბათ ერთი საათი ვისაუბრეთ. შემდეგ კი ის მონაკვეთები ავარჩიეთ, რომლებიც ყველაზე ახლოს იყო სიმღერასთან. მთელი საუბარი ძალიან საინტერესოა. ის საინტერესო ადამიანია, ჭკვიანი და კეთილშობილი. შემიძლია, უსასრულოდ ვუსმინო მას. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პერსპექტივა აქვს მემკვიდრეობაზე, ხელოვნებასა და ხელოვანებზე,” – აღნიშნავს ჩარლი.

მომღერალმა ფანებს ალბომის შესახებ პირველი წარმოდგენა ივლისში შეუქმნა, როცა ნიუ-იორკსა და ლონდონში გამართულ მცირე შოუებზე ჩანაწერიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა. 

Music, Fashion, Film-ის გამოცემის შემდეგ ჩარლი ჩრდილოამერიკულ ტურნეში გაემგზავრება. ტურნე 11 სექტემბერს ფილადელფიაში დაიწყება, შემდეგი გაჩერებები კი ბრუკლინი, ტორონტო, ლოს-ანჯელესი და ლას-ვეგასი იქნება. 

Charli xcx-მა პოპკულტურის ცენტრში კიდევ უფრო მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი 2024 წლის ალბომით Brat, რომელმაც მას Billboard 200-ის მესამე ადგილი და სამი გრემის ჯილდო მოუტანა. ჩანაწერი ამ დრომდე რჩება ჩარტებში მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ პროექტად.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

შემდეგი სტატია

will.i.am, Fergie, apl.de.ap და Taboo - Black Eyed Peas | 52-ე ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე, MGM Grand Garden Arena-2026 წლის 25 მაისi, ლას-ვეგასი. Christopher Polk/Dick Clark Productions

The Black Eyed Peas-ის სიმღერამ My Humps YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი