საიმიგრაციო სამსახურის ახალ ვიდეოებში თეთრი სალხი Bad Bunny-სა და დრეიკის სიმღერებს იყენებს

ტიკტოკზე გამოქვეყნებულ კლიპებში საიმიგრაციო სამსახურის დაკავებების ფონზე ბენიტოს La Mudanza და დრეიკის Hoe Phase ჟღერს.
თეთრი სახლი
WIN MCNAMEE/GETTY IMAGES

თეთრი სახლი Bad Bunny-სა და დრეიკის სიმღერებს დონალდ ტრამპის დეპორტაციის კამპანიის პოპულარიზაციისთვის იყენებს. ამ ნაბიჯმა ფანების დიდი კრიტიკა დაიმსახურა და არტისტების მუსიკის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვები წარმოშვა.

ვიდეოში, რომელიც თეთრი სახლის ტიკტოკის ანგარიშზე 30 ივლისს გამოქვეყნდა, გამოყენებულია Bad Bunny-ს La Mudanza, რომელიც 2025 წელს Billboard Hot 100-ში 51-ე ადგილით შევიდა. კლიპი იწყება ტრამპის კადრებით, რასაც მოსდევს საიმიგრაციო სამსახურის მიერ არალეგალი ქალებისა და კაცების დაკავების ვიდეომასალა. ეკრანზე კი ჩნდება სიმღერის ტექსტის „აპლოდისმენტები დედას და მამას, რადგან მათ მართლაც კარგად გაართვეს თავი” შეცვლილი ვერსია: „აპლოდისმენტები დონალდ ტრამპს, რადგან მან ნამდვილად გაართვა თავი.” ვიდეოს აღწერაში კი ვკითხულობთ: „ჩვენ ამერიკას ისევ დიდებულს ვხდით.”

ვიდეოს, რომელმაც პრეზიდენტის მხარდამჭერების მოწონება დაიმსახურა, გამოქვეყნებისთანავე მოჰყვა მწავავე კრიტიკა კომენტარებში. ზოგიერთი მომხმარებელი Bad Bunny-ს სიმღერის გამოყენებას, სხვები კი ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებენ და წერენ: „არავინაა არალეგალი მოპარულ მიწაზე.”

მომდევნო დღეს კი თეთრმა სახლმა დეპორტაციის კიდევ ერთი მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა, ამჯერად დრეიკის Hoe Phase-ის ფონზე, რომელიც Billboard 200-ის მესამე ადგილოსანი ალბომის, MADE OF HONOUR-ის გამხსნელი სიმღერაა. ვიდეოში ჩანს ვერტმფრენები, თვითმფრინავები, აშშ-მექსიკის საზღვარი და საიმიგრაციო სამსახურის მიერ ადამიანების დაკავების კადრები. აღწერაში კი ვკითხულობთ: „ნება მოგვეცით, შეგახსენოთ, რომ თუ აქ არალეგალურად იმყოფებით, სახლში მიდიხართ.” ეკრანზე კი წერია სიმღერის ტექსტი: „დაგავიწყდა შენი სახლი?”

წინა ვიდეოს მსგავსად, ამ პოსტსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა პრეზიდენტის მისამართით. „იმ ფაილების შესახებ ხომ არ დაგავიწყდა?” – წერენ კომენტარებში ეპშტეინის ფაილებზე. 

ტრამპი განაგრძობს საბუთების არმქონე პირების აშშ-დან გაძევებას. 2025 წელს თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მან საიმიგრაციო კანონების აღსრულების ღონისძიებები გააფართოვა და მასობრივი დეპორტაციის კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც საიმიგრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული დაკავებები და დეპორტაციები მისი შიდა პოლიტიკის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ნაწილად იქცა.

Bad Bunny, რომელიც წარმოშობით პუერტო-რიკოდანაა (აშშ-ის ტერიტორია), ხმამაღლა აკრიტიკებს საიმიგრაციო სამსახურის ოპერაციებსა და ტრამპის ადმინისტრაციას. 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა: „ჩვენ არ ვართ ველურები, არ ვართ ცხოველები, არ ვართ უცხოპლანეტელები. ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენ ამერიკელები ვართ.”

დრეიკი კი, რომელიც ტორონტოდანაა, წარსულში ასევე აკრიტიკებდა ტრამპს. 2017 წლის კონცერტზე ლონდონში მან პრეზიდენტზე საკუთარი მოსაზრება გააზიარა: „ყოველდღე, როცა ვიღვიძებ, ვხედავ იმ სისულელეებს, რაც მსოფლიოში ხდება – რომ ადამიანები ცდილობენ, გაგვხლიჩონ და ერთმანეთს დაგვაპირისპირონ. ჩემი ყველაზე საამაყო მომენტი კი ამ დარბაზში გადმოხედვაა, სადაც სხვადასხვა რასისა და წარმომავლობის ადამიანები ხართ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Murman Tsuladze - Ik Tarara (Official video

მურმან წულაძის ახალი მუსიკალური კლიპი სიმღერისთვის – Ik Tarara

შემდეგი სტატია

NixNoies - GONE © yar_rosenpictures

NixNoies-ის მეორე საავტორო ალბომი – GONE

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი