მურმან წულაძის ახალი მუსიკალური კლიპი სიმღერისთვის – Ik Tarara

არტისტი სინგლ Ik Tarara-ს მუსიკალური კლიპის შექმნის პროცესზე და სამომავლო გეგმებზე Billboard საქართველოსთან საუბრობს.
Murman Tsuladze - Ik Tarara (Official video
Murman Tsuladze – Ik Tarara (Official video

მურმან წულაძემ ახალი მუსიკალური ვიდეოკლიპი წარადგინა სიმღერაზე Ik Tarara. კომპოზიციის შექმნის პროცესი რამდენიმე ქვეყანას და განსხვავებულ ემოციურ მდგომარეობას აერთიანებს. მელოდია ფლორენციაში დაიწერა, ქალაქში, რომლის მშვიდი და თავისუფალი ატმოსფერო ავტორისთვის პარიზის ხმაურიანი ცხოვრებისგან ერთგვარ განტვირთვად იქცა. სიმღერის ტექსტი კი უკვე საქართველოში შეიქმნა. როგორც თავად მუსიკოსი აღნიშნავს, სწორედ ამ ეტაპზე აღმოჩნდა ყველაზე რთული ფლორენციაში განცდილი განწყობის შენარჩუნება და იმავე ემოციის ტექსტში გადმოტანა. 

ხანგრძლივი ძიების შემდეგ კი სიმღერამ საბოლოო, სრულყოფილი სახე მიიღო.

მუსიკალური ვიდეოკლიპი Erti Arkhi-ს მიერაა წარმოებული. პროექტის ხელმძღვანელი მებო ნუცუბიძეა, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერი თამარ ჭინჭარაული.

კლიპი რეჟისორმა ნია ჟვანიამ გადაიღო,  ხოლო საუნდ დიზაინზე HEIMA ფროდაქშენმა და ხმის დიზაინერმა ლერი შეწირულმა იმუშავეს. 

მურმან წულაძე – მუსიკოსი:

„კლიპის იდეა თავიდან ჩემმა შეყვარებულმა შემომთავაზა, შემდგომ დავხვეწეთ, გადაღებისთვის კი მებო ნუცუბიძეს მივმართე (ვისიც არის Erti arkhi და ვინც ძალიან ხარისხიან მუსიკალურ კონტენტს აკეთებს). ძალიან მოეწონა ჩანაფიქრი და მუშაობაც დავიწყეთ. მებომ აღმასრულებელ პროდიუსერად თამარ ჭინჭარაული და რეჟისორად ნია ჟვანია შემომთავაზა, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან. სწორედ მათი პროფესიონალიზმის შედეგად დაიხვეწა სიუჟეტის იდეა და სცენარი. კლიპში მთავარ როლს ჩემი და, თათია წულაძე ასრულებს. გადაღებაში ძალიან ნიჭიერმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა სახელები, გვარები და პოზიციებიც კლიპის აღწერაშია მითითებული.“ 

Ik Tarara-ს მთავარი სათქმელი უბრალო, თუმცა სიღრმისეულ ჭეშმარიტებას ეფუძნება. სიმღერა სიყვარულის შესახებ მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან გზავნილს ატარებს –  „როდესაც სიყვარული ნამდვილია, წყენა და დროებითი დისტანცია ურთიერთობის არსს ვერ ცვლის.“ – ამბობს მუსიკოსი.

უახლოეს მომავალში მურმან წულაძე მსმენელს აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ჰპირდება. მისი ახალი EP-დან Firma კიდევ ორი მუსიკალური ვიდეოკლიპის გადაღება იგეგმება, აგვისტოს ბოლოს კი ახალი სინგლი, „მუზიკანტი“ გამოვა. პარალელურად მუსიკოსი ახალ ალბომზეც მუშაობს, რომლის კონცეფცია და სახელწოდება შერჩეულია, თუმცა გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, არტისტი მსმენელს საკუთარ ლაივ კონცერტზე იწვევს, სადაც ახალი და უკვე ნაცნობი კომპოზიციები გაიჟღერებს.

„ვუკრავ თბილისში, „დედაენა ბარში“. მოდით, აგიყვანოთ მაღლა!” – ამბობს მურმან წულაძე.

ნახეთ არტისტის ახალი ვიდეოკლიპი სიმღერისთვის Ik Tarara:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Moby ქართველი აუდიტორიის წინაშე პირველად წარდგა

შემდეგი სტატია

საიმიგრაციო სამსახურის ახალ ვიდეოებში თეთრი სალხი Bad Bunny-სა და დრეიკის სიმღერებს იყენებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი