Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

პოპმუსიკის ლეგენდები სცენაზე ერთად 2024 წელსაც გამოჩნდნენ – Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე
Madonna Rafael Pavarotti
Madonna
Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam 2026-ზე კაილი მინოუგი სცენაზე Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია და გულშემატკივრებს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო.

Honey Dijon-ისა და Bebe Rexha-ს გამოსვლების შემდეგ, Madonna სცენაზე გამოვიდა და მაყურებელს მოულოდნელად კაილი მინოუგი წარუდგინა. მან პოპის დედოფალთან ერთად Confessions II-ში შესული სიმღერა – Love Sensation შეასრულა.

სიმღერა, რომელიც ივნისში, ალბომის რელიზამდე გამოქვეყნდა, Billboard-ის Dance Airplay-ს ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციის სტუდიურ ჩანაწერში კაილი მინოუგი არ მონაწილეობს. 

მომღერალი სცენაზე მანამდე დარჩა, სანამ Madonna-მ კონცერტი Sorry-სა და Hung Up-ის შესრულებით არ დაასრულა. ორივე კომპოზიცია მის 2005 წლის საკულტო ალბომ – Confessions on a Dance Floor-შია შესული.

შოუს შემდეგ კაილი მინოუგმა ინსტაგრამზე ამ გამოსვლის კადრები გააზიარა და დაწერა:  „ძალიან დიდი მადლობა Club Confessions World Pride Amsterdam-ის თითოეულ მონაწილეს.“

ეს გამოსვლა მას შემდეგ შედგა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს Madonna და კაილი მინოუგი შესაძლოა, ახალ მუსიკალურ პროექტზე თანამშრომლობენ. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია არცერთ არტისტს არ დაუდასტურებია. უფრო მეტიც, კაილი მინოუგმა მაისში Los Angeles Times-თან საუბრისას უარყო, თითქოს Confessions II-ის ჩაწერაში იღებდა მონაწილეობას.

„ეს უბრალოდ შემთხვევითი ჭორია.  გავრცელდა ხმები, თითქოს მის ალბომში ვმონაწილეობდი, მაგრამ ეს ასე არ არის, მეც დიდი ინტერესით ველოდები მის მოსმენას!“ – განუცხადა კაილი მინოუგმა Los Angeles Times-ს. 

WorldPride Amsterdam-ზე გამართული გამოსვლა მეორე შემთხვევა იყო, როდესაც Madonna და კაილი მინოუგი სცენაზე ერთად წარდგნენ.

მათი პირველი ერთობლივი ცოცხალი შესრულება 2024 წლის მარტში, Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გაიმართა. მაშინ არტისტებმა თავდაპირველად გლორია გეინორის დისკო-ჰიმნი I Will Survive შეასრულეს, რის შემდეგაც კაილი მინოუგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტის Can’t Get You Out of My Head-ის დუეტიც შედგა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

NixNoies - GONE © yar_rosenpictures

NixNoies-ის მეორე საავტორო ალბომი – GONE

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსის თქმით, ბოლო დროს მხოლოდ ბიონსეს უსმენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი