ბრიტნი სპირსის თქმით, ბოლო დროს მხოლოდ ბიონსეს უსმენს

გაზიარებულ ვიდეოებში პოპის პრინცესა რიანას მუსიკაზეც ცეკვავს.
ბრიტნი სპირსი
MICHAEL BUCKNER/PMC

ბრიტნი სპირსი ბიონსეს ვერ ელევა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში პოპის პრინცესა ვიდეოებს აზიარებს, სადაც ბიონსეს მუსიკაზე ცეკვავს და ამბობს, რომ მისი მოსმენა არ ჰბეზრდება. 

„ძალიან უცნაურია, რომ ამ ბოლო დროს მხოლოდ ბიონსეს ბოლო ალბომს ვუსმენ,” – წერს სპირსი და გულისხმობს მის 2024 წლის Billboard 200-ის ლიდერ Cowboy Carter-ს. „უზომოდ მიყვარს, მაგრამ, ჯანდაბა, არ ვიცი, რატომ ვუბრუნდები მის ძველ, უფრო თამამ ალბომს… ალბათ, კაბამ მიკარნახა, რომ ასე მოვქცეულიყავი.”

ვიდეოებში ბრიტნი იმპროვიზებულ ქორეოგრაფიას ასრულებს ბიონსეს ძველ სიმღერებზე, მათ შორისაა Haunted 2014 წლის ალბომიდან Beyoncé. შავ მოკლე კაბასა და ქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი სპირსი ასევე თავისუფლად ცეკვავს რიანას სიმღერებზე Love on the Brain და Unfaithful.

უკვე წლებია, რაც სპირსი ინსტაგრამზე რეგულარულად აზიარებს თავისი ცეკვის ვიდეოებს და, როგორც ჩანს, ამ ყველაფრით დიდ სიამოვნებას იღებს. რამდენიმე თვის წინ მომღერალი ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს, რაც შემდგომ ნაკლებად მძიმე მუხლით გადაკვალიფიცირდა. ამის შემდეგ ბრიტნიმ სარეაბილიტაციო კლინიკას მიმართა.

„ბრიტნი სწორ ნაბიჯებს გადადგამს და დაემორჩილება კანონს. იმედია, ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმ დაგვიანებული ცვლილებისკენ, რომელიც ბრიტნის ცხოვრებაში უნდა მოხდეს,” – აღნიშნა მომღერლის წარმომადგენელმა დაკავების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. „იმედია, ის მიიღებს დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელიც ამ რთულ დროს სჭირდება.”

მნიშვნელოვანი სიახლეებია ასევე სპირსის ბიოგრაფიულ ფილმთან დაკავშირებით. The Hollywood Reporter-ის ცნობით, New Girl-ის შემქმნელი ლიზ მერივეზერი იმუშავებს ფილმზე, რომელიც 2023 წელს გამოცემული ბესტსელერი მემუარების საეკრანო ადაპტაცია იქნება. წიგნი The Woman In Me დეტალურად აღწერს სპირსის განვლილ გზას სუპერვარსკვლავობამდე, ასევე მის გამოწვევებს პირად ურთიერთობებში და მრავალწლიან ბრძოლას, თავი დაეღწია იურიდიული მეურვეობისთვის.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Madonna Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

შემდეგი სტატია

გერმანელი მუსიკოსი იან ბლომქვისტი Iveria Beach-ზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი