A$AP Rocky-ს თქმით, რიანა სტუდიაშია და ახალ მუსიკაზე მუშაობს

„ამის გამო პრობლემები შემექმნება,” – აღიარა რეპერმა.
A$AP Rocky და რიანა
MIKE COPPOLA/GETTY IMAGES FOR THE GOTHAM FILM & MEDIA INSTITUTE

რიანას მეცხრე ალბომი, როგორც იქნა, გზაშია?! ახალ ინტერვიუში A$AP Rocky-მ გაამხილა, რომ მომღერალი სტუდიაში დაბრუნდა და მუსიკას აქტიურად წერს. 

როკიმ უარყო გავრცელებული თეორია, რომლის მიხედვითაც რიანას ამ დეკადაში ახალი ალბომი მათი ურთიერთობისა და სამი შვილის გამო არ გამოუცია.

„არა. ის ახლაც სტუდიაშია. დიახ. მაპატიე, საყვარელო. ის ახალ მუსიკაზე მუშაობს. ჯანდაბა, მგონი, ამის გამო პრობლემები შემექმნება,” – თქვა რეპერმა. 

რიანას ახალ მუსიკასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სიახლეები, დიდი ხანია, საჯაროდ არ გავრცელებულა. სუპერვარსკვლავის ბოლო რელიზი 2025 წელს გამოსული ანიმაციური ფილმის, „სმურფების” საუნდტრეკისთვის ჩაწერილი სიმღერა Friend of Mine იყო.

რიანას ფანები აღტაცებული დარჩნენ, როცა წლის დასაწყისში მომღერალმა სოციალურ ქსელში მისი ცხოვრების ერთი დღის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ ის კვლავ სტუდიაში მუშაობდა. „ამის შემდეგ სტუდიაში უნდა წავიდე,” – ამბობს რიანა თებერვალში გავრცელებულ ვიდეოში. „სტუდიის შემდეგ კი ჩვენს შვილს „მარდი გრას” კოსტიუმი უნდა გავუმზადო… ყველაზე გრძელი დღეა.”

ინტერვიუერმა ჯეისონ ლიმ ასევე გაიხსენა შემთხვევა, როცა დილის 4:30 საათისთვის Walgreens-ის მაღაზიაში სწორედ როკისა და რიანას გადაეყარა, სადაც წყვილი „ნერფის” თოფებით თამაშობდა. „თავიდან მაღაზიაში ჩვენ გარდა არავინ იყო. თქვენ კი ორი პატარა ბავშვივით სულელურად ერთობოდით და ეს ყველაზე სასაცილო რამ იყო,” – აღნიშნა ლიმ.

რიანას ბოლო ალბომი ANTI 2016 წელს გამოვიდა და ორი კვირა გაატარა Billboard 200-ის ლიდერის პოზიციაზე. მომღერალი სცენაზე ივლისში დაბრუნდა, როცა ჯეი-ზის ნიუ-იორკის კონცერტზე მოულოდნელი სტუმრის სახით წარდგა და სიმღერები Run This Town და Bitch Better Have My Money შეასრულა. 

ნახეთ A$AP Rocky-ის სრული ინტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

CoComelon პატარა ჯეი-ჯეის (და SZA-ს) დიდ ეკრანზე წარადგენს: ნახეთ ტრეილერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი