ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD
ოლივია როდრიგო – Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი
Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო რეპროდუქციული უფლებების მხარდაჭერას აგრძელებს. მომღერალი, რომელიც თავისი პირველი Daisy Chain Fields ფესტივალისთვის ემზადება, ამჯერად ლოს-ანჯელესში Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია, რათა ორგანიზაციის საქმიანობისა და მისიის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ორგანიზაციის მიერ 4 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეორგოლებში პოპ-ვარსკვლავი Planned Parenthood-ის კალიფორნიის ფილიალების პრეზიდენტს, ჯოდი ჰიქსსა და ლოს-ანჯელესის განყოფილების წარმომადგენელს, რეიჩელ როდრიგესს შეხვდა. მომღერალმა კითხვები დასვა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ყველაზე მცდარ წარმოდგენებზე და იმაზე, თუ რას უნდა ელოდონ ადამიანები, რომლებიც Planned Parenthood-ს სამედიცინო მომსახურებისთვის მიმართავენ.

„აქ უბრალოდ სეირნობაც და იმ ადამიანების ყურება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, ძალიან შთამბეჭდავია.  აქ ყველას საერთო მისია აერთიანებს და ეს მართლაც ძალიან ლამაზია.“ –  აღნიშნა როდრიგომ ერთ-ერთ ვიდეოში. 

სხვა ვიდეოში მომღერალმა 15 წამში ჩამოთვალა, რამდენად მრავალფეროვან სამედიცინო სერვისს სთავაზობს Planned Parenthood პაციენტებს, მათ შორის აბორტთან დაკავშირებულ მომსახურებას, საშარდე გზების ინფექციების (UTI) მკურნალობას, ვაზექტომიას, გენდერული იდენტობის მხარდამჭერ სამედიცინო მომსახურებას და სხვა.

როდრიგომ ასევე განმარტა, რატომ არ ერიდება რეპროდუქციული უფლებების საჯაროდ მხარდაჭერას:

„Planned Parenthood ჩემთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანია ქალებისა და გოგონების უფლებები. მე ვენდობი ქალებსა და გოგონებს, რომ თავად გადაწყვიტონ საკუთარი სხეულისა და მომავლის ბედი. “

Billboard-ისთვის გაზიარებულ განცხადებაში Planned Parenthood Federation of America-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსის მაკგილ ჯონსონმა აღნიშნა: „ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია ის ფაქტი, რომ ოლივია ასე აქტიურად არის ჩართული აბორტის უფლებების დაცვისთვის  ბრძოლაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც Planned Parenthood უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას.“

„ოლივიას მიერ საკუთარი პლატფორმის გამოყენება Planned Parenthood-თან თანამშრომლობისთვის უდიდეს როლს თამაშობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში რეპროდუქციულ თავისუფლებაზე, იმ აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე, რასაც ჩვენი ცენტრები უზრუნველყოფენ და იმ გზებზე, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ამ უფლებების დაცვაში თავადაც მიიღონ მონაწილეობა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გრემის მფლობელმა არტისტმა ივნისში განაცხადა, რომ 29 აგვისტოს კალიფორნიის ქალაქ ირვაინში საკუთარ პირველ ფესტივალს – Daisy Chain Fields-ს გამართავს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის პროგრამაში მხოლოდ ქალი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის ჩაპელ როანი, Doechii, Stevie Nicks, KATSEYE და სხვა არტისტები. ღონისძიებიდან მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება Planned Parenthood-სა და სხვა მსგავს ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ და რესურსებით უზრუნველყოფენ ქალთა და გოგონათა  უფლებებსა და კეთილდღეობას.

„წლები ვოცნებობდი ამ ფესტივალის ჩატარებაზე და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება საბოლოოდ ახდა! მტკიცედ მწამს, რომ სიხარულს, ერთობასა და მუსიკას მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა შეუძლია და იმედი მაქვს, ეს ფესტივალი სწორედ ასეთი იქნება.“ – დაწერა ოლივია როდრიგომ განცხადებაში.

Daisy Chain Fields-ის დაწყებამდე ოლივია როდრიგო ასევე ეწვია Center for Reproductive Rights-ს, სადაც იმ იურისტებს შეხვდა, რომლებიც ქალთა უფლებების დასაცავად იბრძვიან.

ოლივია როდრიგო უკვე წლებია, საკუთარ პლატფორმას რეპროდუქციული თავისუფლების მხარდასაჭერად იყენებს. მისი საქველმოქმედო ინიციატივის, Fund 4 Good-ის მეშვეობით, Guts World Tour-ის ფარგლებში, ამ მიზნისთვის 2 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა. 2025 წელს კი Planned Parenthood-მა მას Catalyst of Change Award გადასცა.

ფესტივალი როდრიგოს მესამე სტუდიური ალბომის – you seem pretty sad for a girl so in love-ის  გამოსვლის შემდეგ იმართება. ალბომმა Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მისი სინგლი Drop Dead – Billboard Hot 100-ის ლიდერ პოზიციაზე იმყოფებოდა. 

ნახეთ ოლივია როდრიგოს ვიზიტი Planned Parenthood-ის ლოს-ანჯელესის ოფისში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

შემდეგი სტატია

A$AP Rocky-ს თქმით, რიანა სტუდიაშია და ახალ მუსიკაზე მუშაობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი