30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია.
CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

მას შემდეგ, რაც The Fugees-მა საკულტო ალბომი The Score გამოუშვა, 30 წელი გავიდა. ჰიპ-ჰოპის ამ უდავო კლასიკამ, რომელშიც ისეთი ჰიტ-სიმღერები შედის, როგორებიცაა: Killing Me Softly, Fu-Gee-La და Ready or Not, თავის დროზე მუსიკალურ ინდუსტრიაში ბევრი რამ შეცვალა, თუმცა შემდეგ მას გაგრძელება არ მოჰყოლია.  

ლორინ ჰილმა 1998 წელს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სტუდიური სოლო ალბომი გამოსცა, გრემის მფლობელი The Miseducation of Lauryn Hill, რის შემდეგაც ის პერიოდულად მართავდა ტურნეებს, როგორც სოლო შემსრულებელი, ისე The Fugees-ის ყოფილ წევრ უაიკლეფ ჟანთან ერთად. ამავდროულად, ჟანმა ცხრა სოლო ალბომი და ათობით სინგლი გამოუშვა და სხვა არტისტების ათობით ჩანაწერში მიიღო მონაწილეობა. ჯგუფის მესამე წევრი პრას მიშელი კი სამართლებრივი პრობლემების გამო 14 წლიან  პატიმრობას იხდის. სასამართლომ იგი უცხოური გავლენის სქემასთან დაკავშირებულ 10 ბრალდებაში სცნო დამნაშავედ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა მომავალში ახალი მუსიკის გამოშვება, ჰილმა ენთუზიაზმით უპასუხა და მკაფიო პასუხი გასცა: „რა თქმა უნდა“. ჟანმა ეს სიტყვები დაადასტურა: „ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ყველაფერი ღმერთის ხელშია. ასე რომ, ჩვენ საოცარ ფორმაში ვართ. ვფიქრობ, ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია“. შემდეგ კი წაიმღერა: „ჩემი ჯგუფის წევრთან ერთად დავბრუნდი!“.

ჯგუფის დაშლის შემდეგ, წლების განმავლობაში არსებული უთანხმოების ფონზე, ლორინ ჰილმა თქვა, რომ მასსა და ჟანს შორის, რომელიც ერთ დროს მისი საიდუმლო პარტნიორი და მუსიკალური თანამშრომელი იყო, ურთიერთობის აღდგენისა და შერიგების „წარმოუდგენელი პროცესი“ მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ამ ცვლილებამ შესაძლოა Fugees-ის ხელახლა გაერთიანებასაც გაუხსნას გზა.

მიმდინარე წლის მარტში ჟანი The Jennifer Hudson Show-ს ესტუმრა და The Score-ის ჩაწერის სესიებიდან შემორჩენილ, აქამდე გამოუქვეყნებელ მასალასა და იმ თავისუფალ იმპროვიზაციებზე ისაუბრა, რომლებიც თავდაპირველად ალბომში ვერ მოხვდა.

„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ Fugees-ის გამოუქვეყნებელი მასალაა. ბევრი არასრული ჩანაწერი გვაქვს შემონახული, იყო პერიოდები, როდესაც სტუდიაში შევდიოდით და ახალ ჩანაწერებს ვცდიდით. ვფიქრობ, გულშემატკივრებს ძალიან მოეწონებათ თავისუფალი იმპოროვიზაციით ჩაწერილი ეს ჩანაწერები, რომლებიც მაშინ შეიქმნა.” – აღნიშნა ჟანმა.

The Score, რომელიც 1996 წლის თებერვალში გამოვიდა, Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა, ხოლო 1997 წლის გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეპალბომის კატეგორიაში გაიმარჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ სრული სტუდიური ალბომის ჩასაწერად Fugees-ის წევრებს სამი ათწლეულის განმავლობაში სტუდიაში აღარ უმუშავიათ, ბოლო 20-ზე მეტი წლის განმავლობაში ჯგუფი სცენაზე რამდენჯერმე გაერთიანდა. პირველად ეს 2004 წელს მოხდა, როდესაც Fugees მოულოდნელად გაერთიანდა ფილმისთვის Dave Chappelle’s Block Party. ერთი წლის შემდეგ კი ჯგუფმა BET Awards-ის გახსნაზე თავისი ცნობილი ჰიტების 12-წუთიანი პოპური შეასრულა.

2005-2006 წლებში, ევროპული ტურნეს დაწყებამდე, მათ ერთჯერადი სინგლი Take It Easy გამოუშვეს, თუმცა ტურნე კვლავ უთანხმოებით დასრულდა. ამის შემდეგ ჯგუფი 15 წლის განმავლობაში აღარ გაერთიანებულა, სანამ ტრიო 2021 წელს Global Citizen Live-ის სცენაზე კვლავ ერთად არ წარდგა.

2023 წელს, ალბომის The Miseducation of Lauryn Hill-ის 25-ე საიუბილეო ტურნეს ფარგლებში, ჟანი და პრასი ჰილს შეუერთდნენ. თუმცა, მას შემდეგ, სამართლებრივი პრობლემების გამო, პრასი სხვა ლაივებში აღარ გამოჩენილა. უაიკლეფ ჟანმა კი ჰილთან გამოსვლები განაგრძო, მათ შორის იყო  2024 წელს ლორინ ჰილის ვაჟის, YG Marley-ს Coachella-ზე გამოსვლა, ასევე 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე რობერტა ფლეკისა და D’Angelo-სადმი მიძღვნილი სპეციალური საპატიო ცერემონია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ანჯელიკ კიდჯო პირველი აფრიკელი მუსიკოსია, რომელსაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი ვარსკვლავი ექნება

შემდეგი სტატია

უიტნი ჰიუსტონი ბარბის ოჯახს შეუერთდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი