ჰილარი დაფმა ყოფილი შეყვარებულის, აარონ კარტერის ხსოვნას პატივი მიაგო

მომღერალს ფილადელფიის კონცერტზე კარტერის გამოსახულებიანი მაისური ეცვა.
ჰილარი დაფი
CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

აარონ კარტერის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ, ჰილარი დაფმა იპოვა გზა, მათი საერთო ბავშვობა კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცია. Lucky Me ტურნეს ფარგლებში ფილადელფიაში გამართულ კონცერტზე მომღერალს თეთრი მაისური ეცვა, რომელზეც ახალგაზრდა კარტერი იყო გამოსახული, გვერდით კი მისი სახელი ეწერა. ეს მოკრძალებული მიძღვნა დაფის მიერ წლების შემდეგ მის პირველ დიდ ტურნეს დაემთხვა, რამაც ამ მომენტს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი იყო, რომლებიც 2000-იანების დასაწყისის პოპკულტურაში აღმოცენდნენ. 

დაფსა და კარტერს ერთმანეთთან რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდათ. 2000-2003 წლებში, როცა ორივე „დისნეის” არხსა და პოპმუსიკის სამყაროში აქტიურად ჩნდებოდა. კარტერი პოპულარობას იმკვიდრებდა ისეთი ჰიტებით, როგორებიცაა Aaron’s Party (Come Get It), რომელიც Billboard Hot 100-ის 35 პოზიციას იკავებდა. 2001 წელს ის ასევე დასამახსოვრებლად გამოჩნდა დაფის სერიალში „ლიზი მაკგუაიერი”. 

ეპიზოდში, სახელწოდებით „აარონ კარტერი ქალაქში ჩამოდის”, კარტერი საკუთარ თავს განასახიერებს მაშინ, როცა ლიზი და მეგობრები მის კონცერტზე კულისებში მოხვედრას ცდილობენ. ეპიზოდი კარტერისა და დაფის პერსონაჟების კოცნით სრულდება – ხმაურიანი მომენტით, რომელმაც წაშალა ზღვარი თინეიჯერი ვარსკვლავების რეალურ ცხოვრებასა და მათ საეკრანო პერსონაჟებს შორის.

ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ კი დაფის ფილადელფიის ჟესტი ერთგვარი შეხსენება იყო იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარტერი მისი ცხოვრებისა და კარიერის იმ ეტაპზე. მისი გარდაცვალების შემდეგ დაფმა სოციალურ ქსელში მათ ურთიერთობაზე ემოციური პოსტი დაწერა. ის საუბრობდა შარმზე, რომელიც კარტერს ჰქონდა და იმ სირთულეებზე, რომლებსაც ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნით გადააწყდა. „ღმერთო, ჩემს თინეიჯერ თავს როგორ ძლიერ უყვარდი,” – წერდა დაფი.

წელს მომღერალმა ასევე ისაუბრა იმ მოულოდნელ გამოცდილებაზე, რამაც კარტერი მის ცხოვრებაში დააბრუნა. მან გაიხსენა შემთხვევა, როცა ექსტრასენსმა უთხრა, რომ სეანსის დროს გამოჩნდა ვიღაც, სახელად აარონი. საბოლოოდ კი მან დაადგინა, რომ დაფი და კარტერი ერთმანეთთან დაკავშირებული იყვნენ. 

„ეს მართლაც დაუჯერებელი გამოცდილება იყო,” – აღნიშნა დაფმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

შემდეგი სტატია

Megan Thee Stallion 79-ე ტონის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 7 ივნისი THEO WARGO/GETTY IMAGES FOR TONY AWARDS PRODUCTIONS

Megan Thee Stallion ახალ ალბომს – Act III-ს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი