ფესტივალი „ღამის სერენადები” იწყება

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი 19 აგვისტოს ბორჯომში გაიხსნება.

19 აგვისტოს ბორჯომში „ღამის სერენადები 2026” დაიწყება. ფესტივალის გახსნითი კონცერტი 19:00 საათზე სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში” გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ: ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იუკი სერინო – ვიოლინო, ლელა მჭედლიძე – ფესტივალის ორკესტრ „საქართველოს ვირტუოზების” პირველი ვიოლინო. შესრულდება ჩაიკოვსკის, სენ-სანსისა და მენდელსონის ნაწარმოებები.

წლევანდელი ფესტივალი ლეგენდარული ქართული მევიოლინის, ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება. „ღამის სერენადები” წელს ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში ჯამში შვიდ კონცერტს გამართავს და მსმენელს ჟანრობრივად მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი შემსრულებლები. ბორჯომში საზეიმო გახსნის შემდეგ ფესტივალი ბათუმში გაგრძელდება და თბილისში დასრულდება. 

„ღამის სერენადების” დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე. 2024 წლიდან ფესტივალი სწორედ მის სახელს ატარებს. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძეა, ხოლო დირექტორი – ნინა ცაგარელი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კოლუმბიის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სკოლების აღსადგენად შაკირა 1.25 მილიონ დოლარს გამოყოფს

შემდეგი სტატია

Salio ნიუ-იორკში კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი