ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადაურიცხა ქალს, რომელიც უცნობი მოზარდების გადარჩენის მცდელობისას დაშავდა

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში.
ტეილორ სვიფტი
Neilson Barnard/Getty Images for The Recording Academy

ტეილორ სვიფტმა 50 000 დოლარი გადარიცხა GoFundMe-ის საქველმოქმედო კამპანიაში ენტონი ტონტონის დასახმარებლად. ტონტონი კონექტიკუტელი სამი შვილის დედაა, რომელმაც როდ-აილენდზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას უცნობების გადარჩენის მცდელობისას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო.

42 წლის ტონტონი, რომელიც სერტიფიცირებული ექთნის ასისტენტია, ივლისში უმცროს ქალიშვილთან ერთად გზატკეცილზე გადაადგილდებოდა, როდესაც წვიმაში მოცურებული მოზარდების ავტომობილი შეამჩნია. იგი მათ უსაფრთხო ადგილას გადასაყვანად გაჩერდა. დახმარების პროცესში კიდევ ერთი ავტომობილი მოცურდა და ავტომობილს დაეჯახა. ტონტონმა ერთ-ერთ მოზარდს ხელი ჰკრა და გზიდან გადაიყვანა, დარტყმა კი თავად მიიღო. მას შემდეგ მას ორი რთული ოპერაცია ჩუტარდა და წინ კიდევ რამდენიმე ქირურგიული ჩარევა ელის. ოჯახის განცხადებით, რეაბილიტაციას შესაძლოა მთელი წელი დასჭირდეს.

სვიფტის 50 000-დოლარიანი შემოწირულობა, რომელიც Rolling Stone-მა და People-მა დაადასტურეს, ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონაციაა კამპანიაში. 28 აგვისტოს მონაცემებით, ფონდში 64 000 დოლარზე მეტი იყო შეგროვილი, ხოლო ოჯახისთვის ცალკე შექმნილი Meal Train-ის კამპანიის შედეგად 16 000 დოლარზე მეტი ჩაირიცხა. სვიფტმა GoFundMe-ის კომენტარებში ტონტონს შეტყობინებაც დაუტოვა: „საუკეთესო რეაბილიტაციას გისურვებ და სიყვარულს ვუგზავნი შენს ოჯახს! ტეილორი“.

სვიფტი ხშირად რიცხავს დონაციებს GoFundMe კამპანიებში. ის ძირითადად იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, ან სტიქიური მოვლენებისა და უბედური შემთხვევებისას ზარალდებიან. გარდა ამისა, ივლისში გამართული ქორწინების ცერემონიამდე, სვიფტმა და მისმა ქმარმა, ტრევის კელსიმ 26 მილიონი დოლარი გადაურიცხეს შეერთებული შტატების 20 საქველმოქმედო ორგანიზაციას.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Cardi B - AH HA YouTube/Cardi B

Cardi B-ის თქმით, კლიპ AH HA-ს გადაღება მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა, რაშიც არტისტი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტს ადანაშაულებს

შემდეგი სტატია

Prince - Super Bowl-ის ღონისძიებაზე. 2007 წლის 4 თებერვალი. ფლორიდა. ფოტო: ჯონათან დანიელი

Prince-ის ქონების მმართველმა ფონდმა მომღერლის გარდაცვალების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი – TIMELESS გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი