31 აგვისტოს პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც, სავარაუდოდ, ახალი მუსიკის გამოშვება დააანონსა. ამასთან, ყურადღება იმ ფაქტმაც მიიქცია, რომ არტისტმა სასცენო სახელიდან Cyrus ამოიღო.
აღნიშნულ პოსტში მომღერალი შავ, ბეწვის ქურთუკში გამოწყობილი კამერას პირდაპირ უყურებს. ფოტოს მკვეთრი წითელი ტონი დაჰკრავს, აღწერაში კი მხოლოდ ერთი სიტყვა – MILEY წერია.
არტისტმა სოციალურ ქსელებში მომხმარებლის სახელიც შეცვალა და ახლა მისი ანგარიში სრული სახელის ნაცვლად @miley-ს სახელით იძებნება.
Billboard დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საირუსის წარმომადგენლებს დაუკავშირდა.
გრემის მფლობელ არტისტს გასულ წელს გამოცემული Something Beautiful-ის შემდეგ ალბომი აღარ გამოუშვია. ნამუშევარმა Billboard 200-ის ჩარტში მეოთხე ადგილს მიაღწია. მანამდე, 2023 წელს, გამოვიდა ალბომი – Endless Summer Vacation, რომლის სინგლიც Flowers Billboard Hot 100-ის სათავეში რვა კვირის განმავლობაში ლიდერობდა
როგორც ჩანს, საირუსმა ახალი ეპოქის დაანონსება გასული კვირის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ქალაქში იდუმალი წითელ-შავი ბილბორდები გამოჩნდა წარწერით: „მალე“. თუმცა, ეს კამპანია დოლი პარტონის, ქანთრი მუსიკის სუპერვარსკვლავის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო, რომელიც ამავდროულად მაილი საირუსის ნათლიაც იყო.
„დოლის დაკარგვით გამოწვეული განცდა იმაზე მეტია, ვიდრე ამის საჯაროდ გაზიარება მიმაჩნია სწორად. ჩვენი ყველაზე ძვიფრასი მომენტები ძალიან პირადული იყო და ეს ასეც დარჩება – ყოველგვარი ბრწყინვალების მიღმა, ჩვენს გულებს შორის“. – დაწერა ინსტგრამზე მაილი საირუსმა პარტონის გარდაცვალებიდან მეორე დღეს.
„ერთი რამ ზუსტად ვიცი, დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი, ახლა გვერდით ანგელოზი მყავს. ის ყოველთვის მხარს მიჭერდა. ჩვენი ერთ-ერთი უკანასკნელი საუბარი სწორედ მუსიკასა და გარდასახვას ეხებოდა“. – აღნიშნა მაილი საირუსმა.
ნახეთ მაილის ახალი ინსტაგრამ პოსტი: