Flitz Collective-ის ორგანიზებით თბილისში Imany-ს კონცერტი გაიმართა

არტისტმა როგორც უკვე კარგად ნაცნობი, ჰიტად ქცეული კომპოზიციები, ისე ახალი სიმღერები შეასრულა.
Imany
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

Flitz Collective-ის ორგანიზებით თბილისს Imany ეწვია. 11 სექტემბერს Factory Tbilisi-ში არტისტის კონცერტი გაიმართა.

Imany ფრანგი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელიც სოულის, ფოლკისა და პოპის შერწყმით გამოირჩევა. არტისტის საერთაშორისო მუსიკალური კარიერის გარდამტეხ მომენტად სინგლი Don’t Be So Shy იქცა. გლობალურმა ჰიტმა საფრანგეთში ალმასის სტატუსი დაიმსახურა, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით რვაგზის ალმასის სერტიფიკატი მოიპოვა.

თბილისში გამართულ კონცერტზე არტისტმა როგორც უკვე კარგად ნაცნობი, ჰიტად ქცეული კომპოზიციები, ისე ახალი სიმღერები შეასრულა. რეპერტუარის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სინგლებს, რომლებიც შესულია Imany-ს ბოლოს გამოცემულ, 2025 წლის ალბომში – Women Deserve Rage.

Imany-ს საქართველოში სხვადასხვა თაობის ერთგული მსმენელი ჰყავს, რაც აუდიტორიის მრავალფეროვნებაშიც იგრძნობოდა.

კონცერტამდე Billboard Georgia-მ არტისტთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც მკითხველი გამოცემის ვებგვერდსა და სოციალური მედიის არხებზე უახლოეს მომავალში გაეცნობა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„კარმენი“ – საოპერო ხელოვნება და მასშტაბური  სცენოგრაფია წინანდლის ფესტივალის სცენაზე

შემდეგი სტატია

„სიზმარა“ – Red Bull Soapbox Race-ის გამარჯვებულია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი

ოფიციალურად დადასტურდა, რომ Jay-Z 2027 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება

იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის Super Bowl 14 თებერვალს – ვალენტინობის დღეს იმართება, ფანებს იმედი აქვთ, რომ Jay-სთან ერთად შოუს ბიონსეც შეუერთდება.
მეტი
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026 იწყება

ფესტივალის ფარგლებში რვა კონცერტი, საერთაშორისო მუსიკოსებისგან შემდგარი გამორჩეული პროგრამა და სამეცნიერო კონფერენცია იქნება წარმოდგენილი.
მეტი

40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
მეტი
Ecco2k – Aldehydes and Ketones

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, შვედური ალტერნატიული სცენის ვარსკვლავი Ecco2k ახალი სინგლით – Aldehydes & Ketones ბრუნდება

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი
გიგი ცინცაძის და ზუკა სიმონიშვილის ერთობლივი ალბომი Flow ფოტო: Lunatic

გიგი ცინცაძემ და ზუკა სიმონიშვილმა ერთობლივი ალბომი Flow გამოუშვეს

ცხრა კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ორი გიტარის ჟღერადობას, ჯაზურ ნარატივსა და მუსიკოსების მრავალწლიან შემოქმედებით კავშირს აერთიანებს.
მეტი