ჯაზისა და ღვინის ფესტივალი კახეთში – მუსიკისა და ღვინის ათწლიანი ისტორია

ფესტივალი 10 ოქტომბერს წინანდლის მამულში გაიმართება.

წელს კახეთი უკვე მეათედ უმასპინძლებს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს. საიუბილეო ღონისძიება 10 ოქტომბერს წინანდლის მამულში გაიმართება და სტუმრებს, ტრადიციულად, ღვინისა და ჯაზის განსაკუთრებულ სინთეზს შესთავაზებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 40 ქართული ღვინის კომპანია, რომლებიც სტუმრებს საკუთარ პროდუქციას გააცნობენ. ღვინის დეგუსტაცია კი ჯაზმუსიკის ფონზე შედგება. 

ფესტივალის ისტორიისა და წლევანდელი ღონისძიების შესახებ Billboard საქართველოს Eastern Promotions-ის დამფუძნებელი, კახა კანდელაკი ესაუბრა.

„Jazz and Wine მსოფლიო ბრენდია და იმ რეგიონებში იმართება, სადაც ღვინის წარმოება ხდება, მაგალითად, კალიფორნიაში, ბორდოში. ღონისძიების 50% ღვინოს ეთმობა, 50% კი – ჯაზს. ჩვენი ფესტივალიც ამ მსოფლიო ბრენდის ნაწილია და სწორედ ამიტომ დაიწყო მისი ისტორია კახეთში, როგორც ღვინის რეგიონში.

2017 წელს შედგა პირველი ფესტივალი და წელს უკვე მეათედ იმართება. ამ დროის განმავლობაში იმდენად დიდი ნდობა და გამოხმაურება მოვიპოვეთ, რომ თუ თავდაპირველად მხოლოდ 7-10 ღვინის კომპანია გვყავდა წარმოდგენილი, წელს უპრეცედენტო რაოდენობის, 40 მონაწილე გვყავს, რომელთათვისაც ამ ფესტივალში მონაწილეობა სრულიად უფასოა. თანაც, ეს კომპანიები არ არიან დიდი ქარხნები – არამედ მცირე, საოჯახო წარმოებებია. მათთვის ეს არის შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.”

ფესტივალის მეორე ნახევარი მუსიკას ეთმობა – ჯაზს, რომელიც გარემოს განსაკუთრებულ ატმოსფეროს სძენს. ერთდღიანი პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია, რომლის ფარგლებშიც სტუმრების წინაშე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული არტისტები წარდგებიან.

„მუსიკალურ პროგრამას გახსნის იტალიური ბენდი Sugarpie and Candymen, რომელიც ისეთი შემსრულებლების ჰიტებს, როგორებიც არიან The Beatles-ის, The Rolling Stones და Queen, ახალი, საკუთარი არანჟირებებით წარმოადგენს. მათთან ერთად ასევე იქნება იტალიელი შეფი, რომელიც პარალელურად კერძებს მოამზადებს და სტუმრებს სვინგის ფონზე უმასპინძლებს. 

პროგრამის მეორე ნაწილი ფანკისა და ჯაზის ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდას, ფრედ უესლის დაეთმობა. წლების განმავლობაში ის იყო ჯეიმს ბრაუნის მუსიკოსი და არაერთი ჰიტის თანაავტორი. მასთან ერთად უესლი ფანკის ფუძემდებლადაც კი მიიჩნევა. ეს დიდი და, შესაძლოა, ერთ-ერთი ბოლო შანსიც იყოს მელომანებისთვის, რადგან იმ მუსიკოსებიდან, ვისაც ჯეიმს ბრაუნთან და რეი ჩარლზთან უთანამშრომლია, პრაქტიკულად აღარავინ დადის ტურნეში, ფრედ უესლის გარდა. ასე რომ, ეს შესაძლებლობა არც ჩვენ გავუშვით ხელიდან.

დღის ბოლოს კი ფესტივალს დიდი დღესასწაული დახურავს. სცენაზე შვეიცარიულ-ამერიკული ბენდი JJ’s Hausband წარდგება და სტუმრებს Soul Train-ის კონცერტს შესთავაზებს. Soul Train უმნიშვნელოვანესი შოუ იყო ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს ისეთი ლეგენდები გააცნო, როგორებიც არიან არეთა ფრანკლინი, მარვინ გეი, ბარი უაიტი, სტივი უანდერი და სხვები. ეს იქნება ნამდვილი ფოიერვერკი, რომლითაც ჩვენი წლევანდელი ფესტივალი დასრულდება.”

ჯაზისა და ღვინის ფესტივალი 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე დაიწყება და 00:00 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიება უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც კახეთში სწორედ ამ დღისთვის ჩამოდიან. ღვინის ქართული ტრადიციისა და საერთაშორისო მუსიკის ერთ სივრცეში გაერთიანება არა მხოლოდ მუსიკალურ ფესტივალად, არამედ რეგიონის პოპულარიზაციის მნიშვნელოვნად პლატფორმადაც იქცა.

„ძალიან ბევრი ადამიანი მოდის – სრული ანშლაგია. ტურისტები სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ჩამოდიან. ყველაფერთან ერთად, ეს არის ადგილობრივი ეკონომიკის ხელშეწყობა, ღვინის მწარმოებლების მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის მუსიკა, რომელიც უკვე წლებია, ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართ ხარისხის მედიატორები. წლებია, ქვეყანა სწორედ ამ ჯაზფესტივალების ხარისხზე სწორდება. საქართველო კი რეგიონში კულტურის ცენტრია და ეს თამასა აუცილებლად უნდა გვეჭიროს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯაზფესტივალების უწყვეტი წრე შევკარით: შემოდგომაზე – ჯაზისა და ღვინის ფესტივალი, ზამთარში – ზამთრის ჯაზფესტივალი, გაზაფხულზე – თბილისის ჯაზფესტივალი, ზაფხულში კი – Black Sea Jazz Festival. ასე რომ, ყველა სეზონზე და პრინციპში, ყველა რეგიონში ვართ.”

ბილეთები შეიძინეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალმა  BIAFF 2026 გამარჯვებულები გამოავლინა

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი

ოფიციალურად დადასტურდა, რომ Jay-Z 2027 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება

იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის Super Bowl 14 თებერვალს – ვალენტინობის დღეს იმართება, ფანებს იმედი აქვთ, რომ Jay-სთან ერთად შოუს ბიონსეც შეუერთდება.
მეტი
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2026 იწყება

ფესტივალის ფარგლებში რვა კონცერტი, საერთაშორისო მუსიკოსებისგან შემდგარი გამორჩეული პროგრამა და სამეცნიერო კონფერენცია იქნება წარმოდგენილი.
მეტი

40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
მეტი