ალანის მორისეტმა ოფიციალურად დააანონსა საშობაო ალბომი. 9 ოქტომბერს მომღერალმა დაადასტურა, რომ ალბომის გამოშვება 6 ნოემბერს იგეგმება, ამასთან მომღერალმა ალბომის წამყვანი სინგლი Beautiful Star of Bethlehem გამოუშვა სადაც ბრენდი კარლაილი და სტივ მარტინიც მონაწილეობენ.
წლების განმავლობაში საშობაო სეზონზე ცალკეული სადღესასწაულო სინგლების გამოშვების შემდეგ, ალანის მორისეტი მსმენელს პირველად წარუდგენს სრულფორმატიან საშობაო ალბომს. Good Weather for Immaculate Conception 14 კომპოზიციას აერთიანებს, მათ შორის ორ ორიგინალურ სიმღერას Christmas on the Dancefloor და To An Empath at Christmas Time.
ალბომზე მუშაობისას მორისეტმა რამდენიმე არტისტთან ითანამშრომლა. ჯოი ოლადოკუნთან ერთად მან საშობაო კლასიკის, Silent Night-ის ქავერ-ვერსია ჩაწერა, ამითისტ კია კომპოზიციაში Momma Mary მონაწილეობს, ხოლო O Tannenbaum-ში ბრიტანული ვოკალური ანსამბლი Trans Voices ჟღერს.
„ეს ჩანაწერი უბრალოდ ძალიან თბილი და საყვარელია,“ – განაცხადა ალანის მორისეტმა სექტემბერში ალექს კუპერის გადაცემაში Call Her Daddy.
მუსიკოსმა ჯონ ლენონისა და იოკო ონოს Happy Xmas (War Is Over)-ის ქავერ-ვერსია 2020 წელს გამოუშვა, რასაც მოჰყვა Little Drummer Boy 2022 წელს, Last Christmas 2023 წელს და O Holy Night 2024 წელს. ყველა ეს სადღესასწაულო ქავერი ამ ალბომში Good Weather for Immaculate Conception-ში გაერთიანდა, რომელიც მორისეტის ბოლო სტუდიური ალბომის, The Storm Before the Calm-ის გამოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ გამოიცემა.
იხილეთ Good Weather for Immaculate Conception-ის ტრეკლისტი და მოუსმინეთ სიმღერას „Beautiful Star of Bethlehem“, რომელშიც Brandi Carlile და Steve Martin მონაწილეობენ.
იხილეთ ალბომის Good Weather for Immaculate Conception სიმღერათა სია და მოუსმინეთ სიმღერას Beautiful Star of Bethlehem – ბრენდი კარლაილისა და სტივ მარტინის მონაწილეობით.
O Holy Night
To an Empath at Christmas Time
What Child Is This?
Happy Xmas (War Is Over)
Little Drummer Boy
Beautiful Star of Bethlehem (ბრენდი კარლაილისა და სტივ მარტინის მონაწილეობით)
Ave Maria
Christmas on the Dancefloor
River
Momma Mary (ამითისტ კიას მონაწილეობით)
O Tannenbaum (Trans Voices-ის მონაწილეობით)
Last Christmas
Silent Night (ჯოი ოლადოკუნის მონაწილეობით)
Merry Christmas (მარტინ შორტის მონაწილეობით)