როგორც ჩანს, ოლივია როდრიგო ახალ კოლაბორაციას ამზადებს. ფანები კი ფიქრობენ, რომ ეს ჩაპელ როუნთან თანამშრომლობა იქნება.
12 ოქტომბერს მომღერალმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს კომპიუტერის ეკრანი, რომელზეც სიმღერის პროექტია გახსნილი. ფონად კი ისმის ხმა, რომელიც ჩეპელ როუნს ჰგავს: „ო, ოლივია ახალ რემიქსებს ამზადებს!” ვიდეოში ახალი რელიზის შესახებ სხვა ინფორმაცია არ არის, თუმცა ფანებისთვის ეს მცირე მინიშნებაც საკმარისი აღმოჩნდა.
როდრიგოს ოფიციალურად არც პროექტი და არც მასში როუნის მონაწილეობა დაუდასტურებია. მიუხედავად ამისა, ორი პოპვარსკვლავის შესაძლო თანამშრომლობა უკვე დიდი ინტერესის საგანი გახდა. ფანები უკვე ვარაუდობენ, თუ რომელი სიმღერის ვერსიაზე მიდის მუშაობა. ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად კი Expectations სახელდება, როდრიგოს ალბომიდან You Seem Pretty Sad For A Girl So In Love.
ვარაუდი სიმღერის ტექსტის იმ ფრაგმენტს უკავშირდება, რომელშიც რამდენჯერმე მეორდება სიტყვები: I’ve got big expectations. მსმენელის ნაწილმა ამ ფრაზის შესრულების მანერა სწორედ ჩაპელ როუნის სტილს მიამსგავსა, რამაც შესაძლო კოლაბორაციის ან რემიქსის ვერსია კიდევ უფრო გააძლიერა.
სიმღერა ერთ-ერთია ალბომის 13 კომპოზიციიდან, რომელმაც Billboard 200-ში პირველი ადგილი მოიპოვა და როდრიგოს ჩარტში ზედიზედ მესამე ლიდერობა მოუტანა (2021 წლის SOUR-ისა და 2023 წლის GUTS-ის შემდეგ).
ჩარტებში მნიშვნელოვანი შედეგები დააფიქსირა თავად Expectations-მაც. სიმღერა Billboard Hot 100-ის მე-20 ადგილზე გავიდა. მოგვიანებით, ალბომის 13-ვე სიმღერა ჩარტის ტოპ 30-ში მოხვდა, Drop Dead-მა კი Hot 100-ის ლიდერობა მოიპოვა.
ორი მუსიკოსის თანამშრომლობა ფანებისთვის მოულოდნელი არ იქნება. აგვისტოში როუნი იმ არტისტებს შორის იყო, რომლებიც როდრიგოს ფესტივალის, Daisy Chain Fields-ის სადებიუტო გამოშვებაში მონაწილეობდნენ. 2024 წელს როუნი ასევე მონაწილეობდა როდრიგოს GUTS World Tour-ში, სადაც კონცერტების გამხსნელ აქტს ასრულებდა.
Olivia Rodrigo teases an upcoming remix with an audio of Chappell Roan’s voice: “Ooh Olivia does remixes now” https://t.co/p2nueolgyR
— Pop Crave (@PopCrave) October 12, 2026