2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.

JAMIE MCCARTHY/GETTY IMAGES FOR YEEZY SEASON 3

მას შემდეგ, რაც კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის ქორწინებაში პრობლემები გაჩნდა, რეპერსა და კარდაშიანების ოჯახს შორის მომხდარი მწვავე დაპირისპირების სცენა, სავარაუდოდ, რეალითი შოუს ბოლო სეზონიდან ამოჭრეს. 

ჯონათან ვან მეტერის წიგნი Citizen Kim: The Woman Who Created the Future, რომელიც კიმ კარდაშიანს ეხება, 27 ოქტომბერს გამოვა. გამოცემა The Cut-მა 15 ოქტომბერს წიგნის ერთ-ერთი საინტერესო მონაკვეთი მოიპოვა და გამოაქვეყნა, სადაც 2020 წელს მომხდარი დაპირისპირებაა აღწერილი.

როგორც Keeping Up With the Kardashians-ის დიდი ხნის პროდიუსერი ფარნაზ ფარჯამი იხსენებს, კანიე უესტი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდა კარდაშიანების ოჯახის უფროსს, კრის ჯენერსა და ოჯახის სხვა წევრებს იმის გამო, რომ მათ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უესტს ხმა არ მისცეს.

„კანიე კიმთან ერთად კეიტლინის სახლში მივიდა და მაშინვე კრისისა და ოჯახის კრიტიკა დაიწყო. ის მათ ეკითხებოდა, რატომ არ მისცეს ხმა 2020 წლის არჩევნებში,” – ამბობს ფარჯამი.  „ეს 30-წუთიანი დაპირისპირება ძალიან ბევრის მთქმელი იყო, თუმცა ჩვენ ამ მონაკვეთის ამოჭრა მოგვიწია.”

საბოლოოდ შოუს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, კეიტლინ ჯენერის დაბადების დღეზე მომხდარი ინციდენტი ეთერში არ გაეშვა. „ყველა ცდილობს, კვლავ გაერთიანდეს და ერთმანეთს მხარი დაუჭიროს“, – აღნიშნა ფარჯამმა ოჯახის წევრებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების შესახებ. 

The Cut-ში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ მონაკვეთში კიმ კარდაშიანი ვან მეტერთან საუბრისას კანიე უესტის სურვილზე საუბრობს, დაუპირისპირდეს დამკვიდრებულ შეხედულებებს. მისი თქმით, კანიეს ინტერესი მის მიმართ ნაწილობრივ იმანაც განაპირობა, რომ კიმი რეალითი შოუს ვარსკვლავი იყო. ამავდროულად, აღნიშნავს, რომ უესტმა მისი ცხოვრება შეცვალა.

„ვფიქრობ, მას ნამდვილად შევუყვარდი მე, როგორც იდეა და ის პროექტი, რაც ამ ყველაფრის უკან იდგა. მას მოსწონს ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება იმ მომენტში არ მიიჩნეოდეს მოდურად, მაგრამ მან აქციოს ის მოდურად. მაგალითაც: ‘შევწყვეტ რეპის შესრულებას და სრულად სასიმღერო ალბომს ჩავწერ, როგორც ეს 808s [& Heartbreak]-ის შემთხვევაში იყო.’ ყველა ამბობდა: ‘როგორ შეიძლება არ გარეპო? ეს მკრეხელობაა!’ საბოლოოდ კი ეს საუკეთესო ალბომი გამოვიდა,” – ამბობს კიმი. „ვფიქრობ, მისი მიდგომა ასეთი იყო: ‘მოდი, რეალითი შოუს ვარსკვლავთან ვიქნები. არავინ აფასებს ამას და მე გაჩვენებთ, რამდენად მაგარია.’ მან ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა.”

Keeping Up With the Kardashians-ის 21-ე და ბოლო სეზონი 2021 წლის მარტიდან ივნისამდე გადიოდა. მოგვიანებით ცნობილმა ოჯახმა საქმიანობა Hulu-ს პლატფორმაზე გააგრძელა, სადაც  ოქტომბრის დასაწყისში The Kardashians-ის მერვე სეზონის პრემიერა შედგა.

კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის ურთიერთობა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში იძაბებოდა. განქორწინების პროცესი კიმმა 2021 წლის თებერვალში დაიწყო, ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ.

სამართლებრივი პროცედურები 2022 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა, როდესაც წყვილის განქორწინება საბოლოოდ შეთანხმების საფუძველზე გაფორმდა. ყოფილ მეუღლეებს ოთხი საერთო შვილი ჰყავთ: 13 წლის ნორსი, 10 წლის სენტი, 8 წლის ჩიკაგო და 7 წლის ფსალმი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი