ნიკა კოჩაროვისა და DillaNext-ის ერთობლივი სინგლი – „ცა პირობებს არ არღვევს!“

სიმღერა, სახელწოდებით „ცა პირობებს არ არღვევს!“ მუსიკალურ პლატფორმებზე 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
ცა პირობებს არ არღვევს
ცა პირობებს არ არღვევს

ნიკა კოჩაროვმა და ზურა ჯიშკარიანმა, სასცენო სახელით DillaNext, მსმენელს ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარუდგინეს, რომლის გამოსვლაც არტისტებმა Zmuki Podcast-ში დააანონსეს.

სიმღერა, სახელწოდებით „ცა პირობებს არ არღვევს!“ მუსიკალურ პლატფორმებზე 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ნამუშევარი ორი განსხვავებული არტისტის საინტერესო კოლაბორაციაა, სადაც სიმღერის სათაურიც თავისთავად აჩენს ფიქრის სივრცეს:  ცა, როგორც თავისუფლებისა და უცვლელი ღირებულებების სიმბოლო. 

მუსიკის ავტორი ნიკა კოჩაროვია, ტექსტი ზურა ჯიშკარიანს ეკუთვნის, მიქსინგსა და მასტერინგზე კი გიორგი გვარჯალაძემ (გვაჯი) იმუშავა.

ახალი სინგლი მსმენელს არტისტების შემოქმედებითი თანამშრომლობის კიდევ ერთ მხარეს აცნობს. სიმღერა უკვე ხელმისაწვდომია მუსიკალურ პლატფორმებზე. 

მოუსმინეთ ნიკა კოჩაროვისა და DillaNext-ის ახალ ნამუშევარს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

შემდეგი სტატია

Luminate ციფრებში: ესპანურენოვანი მუსიკის გლობალური მდგომარეობა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი