კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2019 წელს
LARS NIKI/GETTY IMAGES FOR WSJ. MAGAZINE INNOVATORS AWARDS

კიმ კარდაშიანი შვილების დასაცავად იზოლაციის რეჟიმს რთავს, როცა მისი ყოფილი მეუღლის, კანიე უესტის გარშემო უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება ან როცა რეპერი ფსიქიკური ჯანმრთელობის რთულ პერიოდს გადის. 

ჯონათან ვან მეტერის ახალ წიგნში Citizen Kim: The Woman Who Created the Future კარდაშიანი საუბრობს, თუ როგორ იცავს თავის ოთხ შვილს: 13 წლის ნორსს, 10 წლის სენტს, 8 წლის ჩიკაგოსა და 7 წლის ფსალმს. ეს კი პრაქტიკულად გარესამყაროსგან სრულ გათიშვას გულისხმობს. 

„მთელმა ჩემმა ოჯახმა იცის, რას ნიშნავს იზოლაციის რეჟიმი, როცა ამას მივწერ. იზოლაციის რეჟიმში ვართ – არა ტელევიზორს, მხოლოდ ფილმები,” – განმარტავს კიმი წიგნის 308-ე გვერდზე. არც რადიოს ვრთავთ. მანქანაში მუსიკის მოსასმენად მხოლოდ ტელეფონს ვაერთებ. SiriusXM-იც კი არ შეიძლება, რადგან იქ მიმდინარე მოვლენებზე პირდაპირ ეთერში საუბრობენ. ბავშვები კი ამ ყველაფრის ნაწილი არ უნდა იყვნენ.”

მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელს კიმისა და კანიეს ურთიერთობა გაცილებით ჯანსაღია და თავად რეპერიც თითქოს უფრო მშვიდი ცხოვრების გზას მიჰყვება, კარდაშიანი აღიარებს, რომ ყოფილ მეუღლეზე მაინც ღელავს, რადგან ანტისემიტური სიძულვილის ენის გავრცელების გამო ის კვლავ კრიტიკის ობიექტია. რეპერმა, რომელიც ღიად საუბრობს საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, იანვარში Wall Street Journal-ში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ბოდიში მოიხადა და თავისი საქციელი განმარტა.

„მასზე სულ ვღელავ, ყოველთვის. ის ჩემი შვილების მამაა. მასზე დარდს არასდროს შევწყვეტ. დიდი ტვირთია შვილების ყოლა იმ ადამიანთან, ვისთანაც კარგი ურთიერთობა არ გაქვს. ჩემმა შვილებმა ამის შესახებ არ უნდა იცოდნენ.”

„ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ წარსულში მომხდარი ყველა ნეგატიური რამ დავივიწყო. რეალისტი უნდა ვიყო. ჩემი თერაპევტიც ხშირად მეუბნება: ‘შენი პირადი საზღვრები უფრო მკაფიო უნდა გახადო.’ თუმცა ჩვენ ზედმეტი კონფლიქტების გარეშე ვახერხებთ შვილების ერთად აღზრდას. უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ყველაფერი მშვიდად მიდის. ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთთან ხშირად არ ვსაუბრობთ“.

კარდაშიანი კვლავ ინარჩუნებს ახლო ურთიერთობას კანიეს ოჯახის წევრებთან და ხელს უწყობს მათ შვილებთან ურთიერთობაში.

„მის ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ჩემი კარი ყველასთვის ღიაა. ვეუბნები: ‘ნებისმიერ დროს, როცა ქალაქში ხართ, ჩვენთან სადილზე მოდით, ნახეთ ბავშვები იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგინდებათ, წაიყვანეთ ისინი, გვეწვიეთ და უბრალოდ ერთად გაატარეთ დრო. ეს მათი ოჯახია, ამიტომ ძალიან ვუწყობ ხელს, რომ ბავშვებს მამასთან ურთიერთობა ჰქონდეთ,” – ამბობს კიმი.

ოქტომბრის დასაწყისში The Sunday Times-თან ინტერვიუში კარდაშიანმა ასევე გაამხილა, რომ ნორს უესტის მუსიკალურ კარიერაზე ის და კანიე ერთ აზრზე არიან. „ეს ის საკითხია, რომელზეც მე და მამამისს უკეთესი კომუნიკაცია გვაქვს. ვრწმუნდებით, რომ ერთნაირ პოზიციაზე ვართ და ის იმ პროექტებში მონაწილეობს, რომლებსაც ორივე ვეთანხმებით,” – აღნიშნა მან.

უესტმა და კარდაშიანმა ურთიერთობა 2012 წელს დაიწყეს. 2014 წელს, ნორსის დაბადების შემდეგ, წყვილი იტალიაში დაქორწინდა. 2021 წელს კი კიმმა განქორწინების პროცესი დაიწყო, რომელიც 2022 წელს დასრულდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

U2 Courtesy Michael Schwartz

U2 – 2027 წელს მსოფლიო ტურნეს – The Greatest Show On Earth-ს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი