ოლივია როდრიგო პირველ საშობაო სიმღერას აანონსებს

სინგლის სახელწოდებაა Take Me Home (4 Christmas) და მის ყდაზე მომღერალი სანტას ქუდით არის გადაღებული.
ოლივია როდრიგო 2026 წლის Daisy Chain Fields Festival-ზე.
RIVER CALLAWAY/WWD

ოლივია როდრიგო ახალ საშობაო სიმღერას გამოუშვებს. სინგლი, სახელწოდებით  Take Me Home (4 Christmas) 5 ნოემბერს გამოვა. სიახლე არტისტმა ინსტაგრამზე გააზიარა და ნამუშევრის ყდაც წარადგინა, სადაც იატაკზე მჯდომი, სანტას ქუდით არის გადაღებული. მომღერალმა ამ ნამუშევარს თავისი პირველი საშობაო სიმღერა უწოდა.

2026 წელი როდრიგოსთვის კარიერულად განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. ივნისში მან მესამე სტუდიური ალბომი You Seem Pretty Sad for a Girl So in Love გამოუშვა. ჩანაწერის მთავარმა სინგლმა – Drop Dead-მა Billboard Hot 100-ის ლიდერის სტატუსი მოიპოვა, ხოლო თავად ალბომმა Billboard 200-ის პირველ ადგილზე სამი კვირა გაატარა.

აგვისტოში ვარსკვლავმა საკუთარი ფესტივალი Daisy Chain Fields გახსნა, რომელმაც ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის 20 მილიონი დოლარი შეაგროვა. ფესტივალს როდრიგოს საკონცერტო ტურნე – Unraveled მოჰყვა. ოქტომბერში კი მან სიმღერა Expectations-ის რემიქსი წარადგინა, რომელზეც თავის მეგობართან, ჩაპელ როანთან ერთად იმუშავა. ნამუშევარი Hot 100-ის მე-3 ადგილზე მოხვდა.

ამჯერად ოლივია როდრიგო შემოქმედებით ძალებს სადღესასწაულო სიმღერების მიმართულებით ცდის. ის ერთადერთი არტისტი არ არის, ვინც წელს საშობაო სინგლს უშვებს – ჰილარი დაფმა ცოტა ხნის წინ სადღესასწაულო EP გამოსცა, ხოლო ალანის მორისეტი საშობაო ალბომისთვის ემზადება, რომლის სახელწოდებაა Good Weather for Immaculate Conception.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

შემდეგი სტატია

TRIGGER ფოტო: ლუკა მაისურაძე

TRIGGER -ის ახალი მუსიკალური კლიპი NEW FUNK

შეიძლება დაგაინტერესოთ

wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი

როგორ ჟღერდა 1998 წელი? თვალი გადავავლოთ წელს, რომელმაც პოპმუსიკა შეცვალა

ჰიპ-ჰოპის მზარდი გავლენიდან ბიჭების მუსიკალური ჯგუფების ბუმამდე – 1998 წელი მუსიკალური გარდაქმნების პერიოდი იყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალი ათასწლეულის მუსიკალურ ჟღერადობას.
მეტი