TRIGGER -ის ახალი მუსიკალური კლიპი NEW FUNK

ქართული როკჯგუფის, TRIGGER-ის ახალი მუსიკალური ექსპერიმენტი
TRIGGER ფოტო: ლუკა მაისურაძე
TRIGGER
ფოტო: ლუკა მაისურაძე

მუსიკალური ნამუშევრის შექმნას ხშირად სპონტანური იდეები, მოვლენების ქაოტური განვითარება და მოულოდნელი გადაწყვეტილებები უძღვის წინ. ქართული როკბენდის, TRIGGER-ის ახალი კომპოზიციაც სწორედ ასეთ გარემოში შეიქმნა.

ბენდმა სიმღერის სახელწოდებაც სპონტანურად შეარჩია, NEW FUNK – Funk-ის ჟანრით შთაგონებული სიმღერაა, რომელსაც ჯგუფმა უფრო მძიმე ჟღერადობა შემატა.

„სიმღერა სარეპეტიციოში მომხდარი კონფლიქტის შედეგად, დაძაბულობის გასანეიტრალებლად დაიწერა – „უბრალოდ გავჩუმდეთ და რამე დავუკრათ“. სახელზეც ბევრი არ გვიფიქრია, უბრალოდ, Funk-ის ჟანრს მივამსგავსეთ  და რადგან უფრო მძიმე კონტექტში გადავიაზრეთ, დავარქვით – NEW FUNK.

კლიპის იდეა ჩვენმა დრამერმა, დათო ვარშანიძემ ჩამოაყალიბა. იმის ნაცვლად, რომ ფოკუსში ჩვენ ვყოფილიყავით, მთავარი პერსონაჟის როლში ჩვენი მეგობარი რაულ შარაბიძე გადავიღეთ, რომელიც  ცდილობს, გაიხსენოს წინა ღამის მოვლენები.  ვეცადეთ, რომ გადაღების პროცესი რაც შეიძლება თავისუფალი და გასართობი ყოფილიყო. მოვიარეთ ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ვიკრიბებით. ამაში სხვა მეგობრებმაც შეგვიწყვეს ხელი.

ვიდეოკლიპის გადაღებაზე და მონტაჟზე ეკატერინე ზანგურაშვილი და ჩვენი მეგობარი SKUF – მუშაობდნენ. ლოგოზე და სხვა სახის ვიზუალურ მედიაზე კი INKED MANIAC (ევგენი კურიგიანი).” – TRIGGER.

ბენდის ისტორია 2022 წელს დაიწყო, როდესაც დევი არუთუნიანმა (ბასი, ვოკალი) და დათო ვარშანიძემ (დრამი) მუსიკალური დუეტი შექმნეს. მალევე მათ ნიკა კეკელიძე (სოლო გიტარა) და ერიკ მურადიანი (რიტმ გიტარა, ვოკალი) შეუერთდნენ. მოგვიანებით კი TRIGGER-ის შემადგენლობას KOSMOSS-ის გიტარისტი ნიკოლოზ „კარსო“ კარსანიძეც დაემატა. დღეს TRIGGER ხუთი მუსიკოსისგან შედგება, ჯგუფი ახალ იდეებზე მუშაობს და მსმენელს არაერთ მუსიკალურ სიახლეს ჰპირდება. 

მოუსმინეთ TRIGGER-ის ახალ სიმღერას NEW FUNK და ნახეთ ვიდეოკლიპი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოლივია როდრიგო პირველ საშობაო სიმღერას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი