ტრადიციული იაპონური საკრავის შემსრულებელი არტისტის –  ნობუტაკა იოშიზავას მუსიკალური საღამო Silk Factory Studio-ში

იოშიზავა ძველი იაპონური სიმებიანი საკრავის – „კოტოს“ შემსრულებელია.


17 მარტს,  Silk Factory Studio-ში იაპონელი არტისტის, ნობუტაკა იოშიზავას მუსიკალური საღამო გაიმართა. იოშიზავა ტრადიციული იაპონური სიმებიანი საკრავის, „კოტოს“ შემსრულებელია. მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ის აუდიტორიას „კოტოზე“ დაკვრის ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიას აცნობს. ნობუტაკა იოშიზავა უკვე ეწვია ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის: საფრანგეთი, ვენა, შეერთებულ შტატები, ფინეთი, პორტუგალია, სამხრეთ კორეა და სხვა. 

ამჯერად არტისტი ქართველი აუდიტორიის წინაშე წარდგა. სცენაზე  დამახასიათებელი ჟღერადობითა და ტექნიკით გამორჩეული  ნაწარმოებები გააჟღერა. 

„საქართველოში პირველად ჩამოვედი და ვნერვიულობდი, თუ რამდენად მოეწონებოდა აუდიტორიას ჩემი მუსიკალური საღამო. დაკვრისას ვხედავდი, თუ როგორი ყურადღებით ისმენდა აუდიტორია ჩემ მიერ შესრულებულ მუსიკალურ ნაწარმოებებს. პერფორმანსი ოვაციებით დასრულდა, რამაც ძალიან გამახარა. ამ საღამოთი მეც ვისიამოვნე.“ – აღნიშნა ნობუტაკა იოშიზავამ „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას. 

მუსიკალური საღამო Silk Factory Studio-ში, აბრეშუმის თეატრის სცენაზე გაიმართა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ზურა ჯიშკარიანი - მწერალი

 ზურა ჯიშკარიანის ახალი რომანის – „სწრაფი, ღამისიერი“ პრეზენტაცია

შემდეგი სტატია

„რომანსერო” ნოდარიკო ხუციშვილისა და თათია ჯმუხაძის შესრულებით

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი