ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არი ოენიგის ტრიოს კონცერტი გაიმართა

არი ოენიგის ტრიო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე ევროპული საკონცერტო ტურნეს ფარგლებში წარდგა.

ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 30 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში  არი ოენიგის ტრიოს კონცერტი გაიმართა. არი ოენიგი ჯაზის შემსრულებელი ამერიკელი დრამერი და კომპოზიტორია, რომელმაც მსოფლიოში გაითქვა სახელი. არი ოენიგის ტრიო ენერგიული შესრულებით,  ჰარმონიულობითა და ტემპით ხასიათდება. ტრიო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და მათი კონცერტები ანშლაგით მიმდინარეობს. არი ოენიგის გარდა, ტრიოს წევრები ბასისტი მეთ პენმანი და პიანისტი ნიტაი ჰერშკოვიცი არიან. მუსიკალური კოლექტივი კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე, ევროპული საკონცერტო ტურნეს ფარგლებში წარდგა.  აღსანიშნავია, რომ ამ წელს ეს მუსიკალური საღამო ტრიოს ტურის ფინალური კონცერტი იყო.  

კონცერტის დაწყებამდე „Billboard საქართველო“ არი ოენიგს ესაუბრა. მუსიკოსმა აღნიშნა, რომ მისთვის თბილისის ისტორიული მუსიკალური სივრცის სცენაზე გამოსვლა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. 

არი ოენიგი:

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა საშუალება თქვენს ქვეყანაში ჩამოვსულიყავი და ჩემს ჯგუფთან ერთად, საკუთარი  მუსიკალური შემოქმედება მსმენელისათვის წარმედგინა. ამ შენობას, ამ სივრცეს დიდი ისტორია  და რეპუტაცია აქვს, ამიტომ ამ სცენაზე გამოსვლა ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. მიხარია, რომ შემიძლია, მსმენელს ჯაზის ჩვენებური ხედვა გავუზიარო.  რაც შეეხება საქართველოს, მინდა აღვნიშნო რომ ამ ქვეყანაში ეს ჩემი პირველი სტუმრობაა. ძალიან ვისიამოვნე ქალაქის დათვალიერებით, ძველი უბნების მონახულებით, ტრადიციული კერძების დაგემოვნებით და ვაპირებ, კონცერტის შემდეგ კიდევ უფრო მეტი საინტერესო ადგილი ვნახო და აქ მცხოვრები ხალხი უფრო ახლოს გავიცნო.“

არი ოენიგი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, როგორც კლასიკური მუსიკის საგანმანათლებლო ისტორიული სივრცე, მრავალი წელია ზრუნავს აუდიტორიისათვის საერთაშორისო მუსიკოსების შემოქმედების გაცნობაზე. არი ოენიგის ტრიოს კონცერტიც სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელებაა. როგორც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის დირექტორი პავლე კვაჭაძე  „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას ამბობს, ჯაზის დღის კონსერვატორიაში ამგვარად აღსანიშნავად, ტრიოს სპეციალურად სთხოვეს კონცერტი სწორედ ამ თარიღისათვის დაემთხვია, რაზეც მუსიკალური კოლექტივი დასთანხმდა. აღსანიშნავია, რომ არი ოენიგის საქართველოში ვიზიტმა, არამხოლოდ კონცერტი, არამედ მასტერკლასიც მოიცვა. 

არი ოენიგის ტრიოს კონცერტი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა. 
გაეცანით არი ოენიგის და მისი ტრიოს მუსიკალურ შემოქმედებას არტისტის ოფიციალურ არხზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფრედი მერკურის ძვირადღირებული ნივთების საგამოფენო ტურნე მოეწყობა

შემდეგი სტატია

ნათია თოდუა Summerjazz Pinneberg-ის ფესტივალზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი