ბიონსე დედას დედის დღეს ულოცავს. მომღერალმა ინსტაგრამზე ბრიუსელის კონცერტიდან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სცენის უკან ეკრანზე სწორედ ტინა ნოულზ-ლოუსონის სურათი ჩანს. მისალოც პოსტში ასევეა ვიდეო, სადაც ბიონსეს დედა ქალიშვილის სიმღერის დროს ცეკვავს.
„დედის დღეს გილოცავ. ძალიან მიყვარხარ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე,” – დაწერა მომღერალმა.
ბიონსეს ბრიუსელის კონცერტი Renaissance-ის მსოფლიო ტურნეს ნაწილია, რომელიც 10 მაისს სტოკჰოლმში დაიწყო. ტურნე ევროპაში 9 ივლისამდე გაგრძელდება. შემდეგ კი აშშ-ში გადაინაცვლებს და 27 სექტემბერს დასრულდება.
ტურნე ბიონსეს 2022 წლის ალბომს Renaissance-ს ეძღვნება, რომელიც გამოსვლის შემდეგ ბილბორდის 200 ალბომის ჩარტის ლიდერი გახდა. მან ასევე დაიმსახურა გრემი საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომისთვის.
ნახეთ ბიონსეს დედის დღისადმი მიძღვნილი პოსტი: