Metal Battle-ის გამარჯვებული თურქული ბენდი Black Tooth გახდა

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ გავაკეთეთ ისეთი რამ, რაც პოლიტიკოსებმა ვერ შეძლეს. ეს არის მუსიკის სული, რომელიც ამ ხალხს აერთიანებს.“
Black Tooth
Black Tooth

Jam Events-ის ორგანიზებით, Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე 20 მაისს Metal Battle Caucasia & Türkiye ფინალი გაიმართა. 

კონკურსში ოთხი ქვეყნის ბენდები იღებდნენ მონაწილეობას. ესენია: Enforcement  (საქართველო), Black Tooth (თურქეთი), Evil Decay (აზერბაიჯანი) და Perfect Legacy  (სომხეთი).

Perfect Legacy
Perfect Legacy

ჟიურიმ ღონისძიების დასასრულს გამარჯვებულად თურქული მეტალ ბენდი  BLACK TOOTH დაასახელა, რომელიც გერმანიაში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალზე  Wacken Open Air-ზე დაუკრავს.

Evil Decay
Evil Decay

„Jam Events-ის ორგანიზებით Caucasus Metal Battle ათ წელიწადზე მეტია უკვე ტარდება, ამ შეჯიბრზე ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ და უკვე თურქეთიდან ბენდებს აქვთ საშუალება ერთმანეთს შეეჯიბრონ, ჟიური გამოარკვევს ვინ არის გამარჯვებული მათ შორის საკმაოდ ბევრ რამეზეა ეს დამოკიდებული რამდენად კარგად დაუკრავენ, რამდენად დროში ჩაეტევიან, საუნდჩექი რამდენად სწორად აქვთ გაწერილი და გამარჯვებული ბენდი მიემგზავრება გერმანიაში, Wacken Metal Battle-ის მთავარ სცენაზე და იქაც ჩატარდება კიდევ ერთი ბეთლი უკვე საერთაშორისო დონეზე და გამარჯვებული დასაჩუქრდება სხვადასხვა პრიზებით, ერთ-ერთი ძირითადად არის ხოლმე აპარატურა ალბომის ჩაწერა და ა.შ.“ – ირაკლი ჯახუა, ფროდაქშენ მენეჯერი.

Enforcement
Enforcement

„ზოგადად მსგავსი ბათლი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველაზე დიდი შესაძლებლობა ეძლევა ბენდს, თავისი თავი მსოფლიო არენაზე წარადგინოს. Wacken არის ერთ-ერთი უდიდესი ფესტივალი მსოფლიოში და ამ ბენდებს ერთ-ერთ ყველაზე დიდი სცენაზე  უწევთ დაკვრა. ქვეყნის პოპულარიზაციისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, მართალია იქ ფესტივალზე რეგიონს ზოგადად კავკასიას აცხადებენ მაგრამ გამარჯვებულ ქვეყანასაც აცხადებენ.  საკუთარი გამოცდილება მაქვს ამისი და მსოფლიოში იგებენ, რომ შენ ხარ ქართული ბენდი. ჯგუფისთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა მსგავსი ფესტივალები, რომელიც ხელს უწყობს ბენდს წარმატებაში და განვითარებაში.“ – გიორგი კორძახია, მთავარი ჟიური. 

Metal Battle Caucasia & Türkiye ფინალი
Metal Battle Caucasia & Türkiye ფინალი

ფესტივალის ორგანიზატორების და მონაწილეების თქმით ეს ღონისძიება მნიშვნელობას, არამხოლოდ მუსიკის მიმართულებით არამედ კავკასიის ხალხის კავშირის გამყარების მხრივაც  იძენს, რაც ნათლად ჩანს სომხურ-აზერბაიჯანულ ბენდებს შორის ურთიერთ-დამოკიდებულებაში.

Black Tooth
Black Tooth

„თქვენ ქართველები ძალიან იღბლიანები ხართ, მსგავსი ფესტივალების ჩასატარებლად გეოგრაფია ძალიან გიწყობთ ხელს. გამარჯვებული ბენდი ყველამ იცის, რომ უდიდეს როკ-მეტალ ფესტივალზე გერმანიაში მიემგზავრება, რომელიც ყველა არტისტისთვის სანატრელია და სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი ბენდები უკრავენ. ღონისძიება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, ჩვენ ახალი მეგობრები შევიძინეთ საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან. ქართველების სტუმართმოყვარეობით აღფრთოვანებულები ვართ, ეს ჩვენი პირველი ვიზიტია საქართველოში და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს კვლავ გეწვიოთ.“ – Black Tooth-ის ვოკალისტი ტუნა ვურალი.

Black Tooth
Black Tooth

„მსგავსი ღონისძიებები და ფესტივალები ძალიან კარგია, აქ მონაწილეობას იღებენ ბენდები თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ გავაკეთეთ ისეთი რამ, რაც პოლიტიკოსებმა ვერ შეძლეს. ეს არის მუსიკის სული, რომელიც ამ ხალხს აერთიანებს.“ –  Black Tooth-ის ბასისტი  – კან რასიტ ოზთასი.

Eric Hutchence
Eric Hutchence

ფესტივალზე მოწვეულმა სტუმრებმა Quemmekh-მა და  Eric Hutchence-მა დაუკრეს. 

Quemmekh
Quemmekh

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯესი ჯეის ბიჭი შეეძინა: „ის ყველა ჩემი ახდენილი ოცნებაა”

შემდეგი სტატია

დემი ლოვატო კვებით აშლილობაზე ჰოლივუდის უარყოფითი გავლენის შესახებ საუბრობს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი