Metallica-ს ვოკალისტმა ჯეიმზ ჰეტფილდმა უკრაინელი ჯარისკაცები საავადმყოფოში მოინახულა

მომღერალი მშობლიურ ქალაქ ვეილში, კოლორადოში იმყოფებოდა, რა დროსაც იგი ჯარისკაცებს საავადმყოფოში ესტუმრა.
ჯეიმზ ჰეტფილდი, ნიუ იორკი, ცენტრალ პარკი, 24 სექტემბერი, 2022 წელი. ფოტო: თეო ვარგო
ჯეიმზ ჰეტფილდი, ნიუ იორკი, ცენტრალ პარკი, 24 სექტემბერი, 2022 წელი. ფოტო: თეო ვარგო

Metallica-ს მსოფლიო ტურნეს პერიოდში, ბენდის ვოკალისტი და გიტარისტი ჯეიმზ ჰეტფილდი გარკვეული პერიოდი მშობლიურ ქალაქ ვეილში, კოლორადოში იმყოფებოდა, რა დროსაც ვეილის საავადმყოფოს  უკრაინელი ჯარისკაცის მოსანახულებლად ეწვია. 

როგორც Vail Daily იტყობინება სამხედრო მოსამსახურე რომან დენისიუკი 11 მაისს ადგილობრივი ორგანიზაცია Limbs For Liberty-ის ჩართულობით საავადმყოფოში გადიოდა  მკურნალობას. 

Limbs For Liberty-ის ორგანიზაციის თანადამფუძნებელი კელი როდრიგი ჯარისკაცთან საავადმყოფოში ვიზიტის დროს ავტომანქანების პარკინგზე შემთხვევით Metalica-ს სოლისტ ჯეიმზ ჰეტფილდს შეხვდა. კელი როდრიგმა მუსიკოსს ჯარისკაცის მდგომარეობა აუხსნა და სთხოვა მისი მონახულება, რაზეც ჰეტფილდი დათანხმდა. მუსიკოსმა საავადმყოფოში უკრაინელი ჯარისკაცები რომან დენისიუკი და იგორ ვოინი მოინახულა.

„Metallica-ს სიმღერები უკრაინაში დიდი პოპულარობით სარგებლობს,  თინეიჯერობის ასაკში ჩვენ ყველა ვუსმენდით და მათთან შეხვედრაზე ვოცნებობდით.“- აღნიშნა უკრაინელმა ჯარისკაცმა 

„არ მჯეროდა, რომ ეს შეხვედრა რეალობა იყო, ძალიან მოულოდნელად მოხდა ყველაფერი. ეს იყო მოკლე, მაგრამ თბილი შეხვედრა. კარგი იქნებოდა საავადმყოფოს ნაცვლად, სადმე ლაშქრობაში შევხვედროდით და ერთად სასმელი დაგველია“ – თქვა ჯარისკაცმა იგორ ვოინიმ.

ჯეიმზ ჰეტფილდმა ჯარისკაცებს წარმატება და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.  მუსიკოსმა Limbs For Liberty-ის ორგანიზაციის თანადამფუძნებელ კელი როდრიგს მანქანის საქარე მინაზე წერილი დაუტოვა: „შენ მე დღე გამილამაზე“.  

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთ თვეში Metallica-მ World Central Kitchen-ის საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით  უკრაინელ ლტოლვილებს 500 000 დოლარი გადაურიცხა. ორგანიზაცია Limbs For Liberty ექიმებთან და ფიზიოთერაპევტებთან ერთად უკრაინელი ჯარისკაცებისთვის პროთეზების შექმნისთვის მუშაობენ.

Metallica-ს ტურის ფარგლებში, უახლესი კონცერტი, 26 მაისს ჰამბურგში, გერმანიაში აქვს დაგეგმილი.

ნახეთ ჯეიმს ჰეტფილდის ფოტო საავადმყოფოში ვიზიტის დროს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბენედიქტ კამბერბეჩი პიტ სიგერს განასახიერებს ბობ დილანზე გადაღებულ ფილმში A Complete Unknown

შემდეგი სტატია

დონა სამერის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის დეტალები: „ეს იყო გლოვისა და შვების მომგვრელი პროცესი ყველასთვის.”

შეიძლება დაგაინტერესოთ

TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი
Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN

ოლივია როდრიგო ბრუკლინში ე.წ. „ღია მიკროფონთან“ მოულოდნელად გამოჩნდა და მცირე აუდიტორიის წინაშე Drop Dead შეასრულა

ეს ვილიამსბურგში მდებარე Pete’s Candy Store-ში მოხდა, რომელიც დამწყები არტისტების პოპულარიზაციითაა ცნობილი და არა პოპვარსკვლავების პერფორმანსებით.
მეტი
ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw © ქეთათო ნერგაძე

ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw

„ალბომს ქვია Raw. ძალიან მიყვარს ამ სიტყვის ენერგეტიკა და მნიშვნელობა. ვფიქრობ, სიმღერები, მათი ჟღერადობა და მთლიანად ის ენერგია, რაც მე, ბენდმა და გვაჯიმ პროცესში ჩავდეთ, ამართლებს ალბომის სახელს“ - ქეთათო ნერგაძე.
მეტი