Rejjie Snow და DEENA „Billboard საქართველოსთვის“ – ინტერვიუ არტისტებს შორის

Rejjie Snow ფესტივალის აუდიტორიის წინაშე 24 ივნის წარდგა. პერფორმანსამდე რამდენიმე საათით ადრე, „Billboard საქართველოს“ საშუალება მიეცა, მუსიკოსთან ინტერვიუ ჩაეწერა.

23-25 ივნისს Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე Tbilisi Open Air გაიმართა. წლევანდელი ლაინაფი ტრადიციულად არაერთ საერთაშორისო და ქართველ შემსრულებელს აერთიანებდა. მათ შორის იყო ირლანდიელი არტისტი Rejjie Snow, რომელიც თანამედროვე ჰიპ-ჰოპ სცენის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაა. Rejjie Snow ფესტივალის აუდიტორიის წინაშე 24 ივნის წარდგა. პერფორმანსამდე რამდენიმე საათით ადრემ „Billboard საქართველოს“ საშუალება მიეცა, მუსიკოსთან ინტერვიუ ჩაეწერა. აღსანიშნავია, რომ ეს ინტერვიუ არტისტებს შორის საუბარი იყო, რადგან  „Billboard საქართველოს“ წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში ქართული მუსიკალური სცენის ახალი თაობის წარმომადგენელი არტისტი DEENA (ელენე გიგანი) იყო. 

ინტერვიუს განმავლობაში Rejjie Snow-მ ისაუბრა ფესტივალებზე მონაწილეობაზე, მადონასთან თანამშრომლობასა და სხვა ისეთ დეტალებზე, რომელიც მისი, როგორც არტისტის შემოქმედებას და მუსიკისადმი დამოკიდებულებას განსაზღვრავს. 

ნახეთ „Billboard საქართველოს“ ინტერვიუ Rejjie Snow-სთან: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard საქართველოს ინტერვიუ კაილ ისტვუდთან 

შემდეგი სტატია

„გოგო არ!” –  Lua-ს პირველი ქართულენოვანი სიმღერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი