კიმ კარდაშიანის თქმით, შვილების თანდასწრებით კანიე უესტზე საუბრისას განსაკუთრებით ზომიერია

“Მზად უნდა ვიყო, რომ ავხსნა, თუ რატომ გვაქვს უთანხმოება და ეს მათთვის მოსასმენად, შესაძლოა, შეუფერებელო იყოს.“ – თქვა Vogue Italia-სთან საუბრისას კარდაშიანმა.
Vogue Italia


კიმ კარდაშიანი იტალიური Vogue-ის ახალი ნომრის ყდაზეა. ყდის გამოქვეყნებასთან ერთად, ჟურნალმა ვარსკვლავთან ჩაწერილი ვრცელი ინტერვიუც გაავრცელა. ინტერვიუში კარდაშიანმა შვილების თანდასწრებით საკუთარი ემოციების მართვაზე ისაუბრა. 

„თავდაჭერა მამაჩემისაგან ვისწავლე  და ის, თუ როგორ უნდა ვიყო მშვიდი და გაწონასწორებული. მაშინაც კი, როდესაც იგი ჩვენზე ბრაზდებოდა, გვესაუბრებოდა. მამა ამბობდა: „აქ მოდით, სალაპარაკო გვაქვს“. – ასე გაიხსენა კიმ კარდაშიანმა მამა. რეალითი შოუს ვარსკვლავის თქმით, დედამისი – კრის ჯენერი შედარებით განსხვავებულია. „როდესაც დედა ბრაზდებოდა, ეს საკმაოდ სასაცილო იყო, რადგან ჩვენს სახელებს სწორად ვერ წარმოთქვამდა და ერთმანეთში ერეოდა. მე  ხან კორტნის მეძახდა, ხან კაილის…“ – თქვა კიმ კარდაშიანმა.

როგორც ვარსკვლავი აღნიშნავს, შვილების მიმართ ზომიერად ემოციური და ამავდროულად მშვიდია. კიმ კარდაშიანს ყოფილი ქმრის, კანიე უესტისგან  სამი შვილი ჰყავს. „სამწუხაროა, რომ ჩემი შვილების მამასა და ჩემ შორის კონფლიქტია. ვცდილობ, ემოციები ვაკონტროლო“ – ამბობს ვარსკვლავი ინტერვიუში. “Მზად უნდა ვიყო, რომ ავხსნა, თუ რატომ გვაქვს უთანხმოება და ეს მათთვის მოსასმენად, შესაძლოა, შეუფერებელო იყოს.“ – თქვა Vogue Italia-სთან საუბრისას კარდაშიანმა.  როგორც მან აღნიშნა, თუკი განცდები ისეთ საკითხებთან არის დაკავშირებული, რისი გაგებაც ბავშვებს შეუძლიათ, მაშინ ის საკუთარ თავს ემოციების ჩვენების უფლებას სძლევს. 

კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინებაზე განაცხადი 2021 წლის თებერვალში, ქორწინების მეექვსე წელს შეიტანა. ორივე მხარე თავდაპირველად ა ამბობდა, რომ მეგობრულ დამოკიდებულებას შეინარჩუნებდნენ, თუმცა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. კონფლიქტი განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც 2022 წელს კიმ კარდაშიანისა და პიტ დევიდსონის რომანის შესახებ ცნობები საჯაროდ დადასტურდა. 

ნახეთ Vogue Italia-ს ყდა, რომელზეც კიმ კარდაშიანის ფოტოა დაბეჭდილი:

Vogue Italia

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შაკირას თქმით, ჟერარდ პიკემ იმ დროს უღალატა, როცა მომღერლის მამა საავადმყოფოში იწვა

შემდეგი სტატია

დრეიკმა პოეზიის კრებული გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი