ბარაკ ობამა Prime Video-ს სერიალ Swarm-ის შესახებ, რომელიც მისი ქალიშვილის მალიას სცენარის მიხედვით შეიქმნა

მალია ობამა Prime Video-ს სერიალ Swarm-ის სცენარისტია, რომლის პრემიერაც მარტში შედგა.
პრეზიდენტი ბარაკ ობამა, თავის ქალიშვილ მალიას დაბადების დღეზე, 2016 წლის 4 ივლისი, ვაშინგტონი, თეთრი სახლი. ფოტო: მანდელ ვგანი.
პრეზიდენტი ბარაკ ობამა, თავის ქალიშვილ მალიას დაბადების დღეზე, 2016 წლის 4 ივლისი, ვაშინგტონი, თეთრი სახლი. ფოტო: მანდელ ვგანი.

ბარაკ ობამა ქალიშვილებს მალიას და საშას მუდამ მხარს უჭერს. 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა YouTube არხის ცნობილ წამყვან ჰასან მინჰაჯთან საუბარში Prime Video-ს სერიალ Swarm-ზეც ისაუბრა, სადაც ობამას ქალიშვილი მალია სცენარისტად პროექტის ავტორ დონალდ გლოვერთან ერთად მუშაობდა.

„მე ვუყურე ამ სერიალს რადგან:  დონალდ გლოვერის სერიალ Atlanta-ს დიდი ფანი ვიყავი, ჩემი ქალიშვილი მუშაობდა ამ სერიალზე, რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა მენახა ეს სერიალი.“

ინტერვიუს დროს მინჰაჯმა ობამას ჰკითხა, ნახა თუ არა სერიალის საპილოტე ვერსია, სადაც პირველი სამი წუთი მსახიობების – ქლოი ბეილისა და დემსონ ოდრისის სექსის სცენაა გადაღებული.

„მინდა გითხრათ, რომ ეს ეპიზოდები ცოტა შემაშფოთებელი აღმოჩნდა ჩემთვის, თუმცა მესმის ეს არის ხელოვნების.“ – უპასუხა ობამამ.

მიუხედავად იმისა, რომ ობამას არ დაუკონკრეტებია თავისი მოსაზრება ამ სცენის შესახებ, ქლოი ბეილის თქმით სოციალურ მედიაში ამ ეპიზოდს უარყოფითი გამოხმაურება არ ჰქონია. „მე ვერ ვნახე ვერაფერი უარყოფითი, ასე რომ როგორც მსახიობი ამ სცენით ვამაყობ.“ – თქვა ბეილიმ აპრილში The Tamron Hall Show-ში.

ნახეთ ობამას საუბარი სერიალ Swarm-ის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ზენდეიამ და ტომ ჰოლანდმა ბიონსეს კონცერტზე ერთმანეთს სიმღერა Love on Top უმღერეს

შემდეგი სტატია

ნათია თოდუა

ნათია თოდუა – მუსიკა როგორც თავშესაფარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი