ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი BIAFF 2026 იწყება

BIAFF-ის საიუბილეო, მე-20 ფესტივალი ბათუმში 19-26 სექტემბერს გაიმართება

19-26 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალს, BIAFF 2026-ს უმასპინძლებს. წელს BIAFF 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და მაყურებელს განსაკუთრებულ პროგრამას, საჯარო მასტერკლასებს, პრესკონფერენციებსა და საინტერესო კინოშეხვედრებს შესთავაზებს. 

BIAFF-ის გალა-ჩვენებები და მთავარი საზეიმო ღონისძიებები ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება, ძირითადი პროგრამა კი Cavea Grand Mall-ში იქნება წარმოდგენილი. განსაკუთრებული ადგილი ფესტივალის ღია ცის ქვეშ გამართულ ჩვენებებს დაეთმობა, რომლებიც კინოს ქალაქის საჯარო სივრცეებში გადაიტანს.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ღია კინოლოკაცია „ივერია ბიჩი“ იქნება. 21-25 სექტემბერს, ყოველ საღამოს, 20:00 საათზე, ზღვის პირას, მზის ჩასვლის ფონზე, მაყურებელს ორი განსხვავებული ფილმის ნახვის შესაძლებლობა ექნება.

„ივერია ბიჩის“ პროგრამის განსაკუთრებული ნაწილი ქართული მუნჯი კინოს კლასიკის ჩვენებებია, რომლებსაც ცოცხალი მუსიკალური აკომპანემენტი გააფორმებს. მაყურებელი იხილავს ალექსანდრე წუწუნავას „ვინ არის დამნაშავე?“ და კოტე მარჯანიშვილის „გოგი რატიანს“.

დაარსებიდან 20 წლის შემდეგ, BIAFF საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კულტურულ მოვლენად და შავი ზღვის რეგიონში დამოუკიდებელი კინოს მნიშვნელოვან შეხვედრის ადგილად ჩამოყალიბდა.

ბათუმში დაფუძნებული ფესტივალი თანამედროვე კინოსა და ქართული კინემატოგრაფიის მემკვიდრეობას აერთიანებს. 

BIAFF 2026-ის სრული პროგრამა და ფესტივალის სიახლეები იხილეთ ვებგვერდზე – www.biaff.ge 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ის პლატფორმაზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

FLOHIO – ლონდონური რეპის ენერგია „თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალის” სცენაზე

შემდეგი სტატია

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი დასრულდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი