Snoop Dogg-ის მომავალ ბიოგრაფიულ ფილმში The Notorious B.I.G.-ის როლის შემსრულებელი ცნობილია. Biggie-ს როლს SwayvoTwain (ნამდვილი სახელი – Michael D’Angelo Archer II) შეასრულებს, რომელიც R&B-ის განსვენებული ვარსკვლავების, D’Angelo-სა და ენჯი სტოუნის ვაჟია.
Universal Pictures-ის ფილმი Snoop აშშ-ის კინოთეატრებში 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ Snoop Dogg და Biggie აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროების დაპირისპირების სხვადასხვა მხარეს იდგნენ, მათ ერთმანეთის მიმართ ურთიერთპატივისცემა აკავშირებდათ და 1990-იანი წლების შუა პერიოდში მეგობრობდნენ კიდეც.
„ყველაფერი რიგზეა, პატარავ…” – დაწერა SwayvoTwain-მა 8 სექტემბერს Instagram-ზე და Variety-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ფილმში მისი მონაწილეობის შესახებ, დაადასტურა. სამსახიობო სფეროს გარდა, SwayvoTwain მუსიკოსიცაა. 29 წლის არტისტის ბოლო სინგლი HookahSmoke თებერვალში გამოვიდა.
ფილმ Snoop-ის რეჟისორი კრეიგ ბრიუერია (Hustle & Flow), ხოლო პროდიუსერი ბრაიან გრეიზერი (8 Mile). პროექტზე ის Snoop Dogg-თან ერთად იმუშავებს.
Snoop Dogg ჰიპ-ჰოპის სამყაროში მორიგი რეპერია, რომლის შესახებაც ბიოგრაფიულ ფილმს იღებენ. ასეთი ფილმები, ან ვარსკვლავების ცხოვრებით შთაგონებული პროექტები უკვე შექმნილია არტისტებზე: 2Pac, Biggie, Eminem, 50 Cent და N.W.A-ს.
Snoop-ის სამსახიობო შემადგენლობის უმეტესი ნაწილი უკვე ცნობილია: სნუპ დოგის როლს ჯონათან დეივისი ასრულებს, Dr. Dre-ს – მაილს ბულოკი, სნუპის დედის, ბევერლი ტეიტის როლში – ლორენ ლონდონი იქნება, 2Pac-ს – კამრონ ჯოუნსი, Suge Knight-ს – ტრე ჰეილი, ხოლო Warren G-ის ალჯი სმიტი განასახიერებს.
1997 წლის მარტში Biggie-ს გარდაცვალების შემდეგ, Snoop Dogg მასთან დაკავშირებულ მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობდა. იგი B.I.G.-ის სამივე ალბომშია წარმოდგენილი, რომლებიც Biggie-ს გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.
Born Again-ის სიმღერაში Dangerous MC’s – Snoop Dogg Busta Rhymes-თან და Marc Curry-სთან ერთად მონაწილეობს. 1999 წელს გამოსულმა ალბომმა ბრუკლინელ რეპ-ლეგენდას გარდაცვალების შემდეგ Billboard 200-ში პირველი ადგილი მოუტანა.
Snoop Dogg-ისა და Biggie-ს ერთობლივი ნამუშევრები ასევე გვხვდება ალბომში Duets: The Final Chapter, სიმღერაში Living the Life, ასევე The King & I, – ფეით ევანზთან (Biggie-ს მეუღლე) ერთად ჩაწერილ კომპოზიციაში When We Party.